in

Levi’s-მა ბიონსეს გამო სახელი შეიცვალა?!

ბიონსეს ახალი ალბომი Cowboy Carter დღეს გამოვიდა… და რა კავშირი აქვს ამას ლივაისთან? ერთ-ერთ სიმღერას Levii’s Jeans-ის სახელით გვაცნობენ. დიახ, სახელი სპეციალურად შეცდომითაა დაწერილი, რათა ბრენდთან დაკავშირებული პოტენციური უხერხულობა თავიდან აერიდებინათ. თუმცა ეს ამბავი ბრენდს უყურადღებოდ არ დაუტოვებია…

Levii’s Jeans-ის გამოსვლიდან მალევე,  Levi’s-მა სოციალურ მედიაში ლოგო და სახელი შეცვალა. სიმღერის სათაურის შესაბამისად, დამატებით ერთი i დაამატა — რადგან, როცა ბიონსე ამბობს, რომ შენს სახელში დამატებითი i არის, ე. ი. მართლაც ასეა.

რა თქმა უნდა, ცვლილება დროებითია, თუმცა ამ ეტაპზე ტრენდი ბიონსეს Levii’s Jeans-ია…

#სადანროგორ გავერთოთ 29-31 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

როგორ შეგიძლიათ გააძლიეროთ თანამშრომლების ჩართულობა გემიფიკაციის დახმარებით