in

Levi’s მომხმარებლებს მოუწოდებს, უკეთესი ჯინსის ყიდვით პლანეტას მოუფრთხილდნენ

Levi’s-ის ჯინსი კლასიკურია ერთი მიზეზის გამო: ადამიანებს მისი ტარება ათწლეულების განმავლობაში შეუძლიათ და არა, მხოლოდ სეზონების. ესა არც ჩემი მოსაზრებაა და არც ვინმე კონკრეტული ადამიანის — ასე ფიქრობს თავად ბრენდი, რასაც გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლშიც ირწმუნება.

ეს მცდელობა აღნიშნავს Levi’s-ის გლობალური კამპანიის “Buy better, wear longer” უახლეს გაფართოებას, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო. ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ერთი და იმავე ტანსაცმელი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენონ, როცა არც დახეულია და არც რაიმე სხვა დეფექტი აქვს.

ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Levi’s-ის ყველაზე საკულტო ჯინსს, 501-ს, ასახავს, რომელიც 1960-იანი წლებიდან დღემდე ყოველ ათწლეულში გარდაიქმნება. „კამპანია საუბრობს Levi-ის მემკვიდრეობაზე, ხანგრძლივობაზე და მიმართავს ფართო გლობალურ აუდიტორიას. ეს ჯინსები მშვენივრად „ბერდება“, ყოველი თაობის ყურადღებას იპყრობს, რამდენიმე ცვლილებითა და შესწორებით. მარადიული და მრავალმხრივი, მაგრამ ტრენდული, ათწლეულის მიუხედავად. ეს გზავნილი დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, რადგან ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უფრო მდგრად მომავალში“, — ამბობს Levi Global-ის მარკეტინგის დირექტორი, კარენ რაილი-გრანტი.

კამპანიის გარდა, ბრენდი ამბობს, რომ ინვესტიცია ჩადო მასალებში, რომლებიც ნაკლებ წყალს მოითხოვს, როგორიცაა ბამბის კანაფი და ორგანული ბამბა, გამოუშვა ხელახალი გაყიდვის პლატფორმა სახელწოდებით SecondHand და ტანსაცმლის შესაკეთებლად მაღაზიებში დაიქირავა მკერავები.

„მომარაგების ჯაჭვების ხელახლა კონფიგურაციას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ პარტნიორები, რომლებიც ისევე შეშფოთებულნი არიან მიმდინარე გლობალური პრობლემებით და ისევე აღფრთოვანებულნი არიან ექსპერიმენტებით, როგორც ჩვენ“, — აღნიშნა პოლ დილინგერმა, Levi’s-ის გლობალური ინოვაციების ხელმძღვანელმა.

Rakuten Viber-ის გეგმები და ლოკალური კონტენტი საქართველოში

ბალიში, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა – აირბაგების ისტორია