პლასტიკური ჩანთები საყიდლების აუცილებელ კომპონენტად იქცა, მაგრამ მიუხედავად პრაქტიკულობისა და ბევრი სარგებლისა, დედამიწისთვის საზიანო პროდუქტს წარმოადგენს. ახლა კი Levi’s მიზნად ისახავს, პლასტმასას ჭარბი გამოყენების შემცირება საკუთარ თავზე აიღოს — ამისათვის კი ჰიბრიდულ ჩანთებს გამოიყენებს, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება როგორც სახლში, ისე სპეციალურ გადამამუშავებელ ცენტრებში.
ბრენდის ჩანთები 23%-დან 25%-მდე ბიოლოგიურ მასალას შეიცავს, რაც წიაღისეული საწვავის მოხმარებას ამცირებს. რეალურად, Levi’s სავაჭრო ციკლის აუცილებლობამ აიძულა, Fashion for Good-თან ეთანამშრომლა გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რათა ტანსაცმლის წარმოების უფრო მდგრადი მიმართულებები მოძებნოს. „ეს პროექტი არა მხოლოდ გვაახლოებს ჩვენი მიზნის მიღწევასთან, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის აღმოფხვრას ეხება, არამედ საინტერესო თანამშრომლობასაც უზრუნველყოფს“, — ამბობს ჯეფრი ჰოგი, Levi’s Straus & Co-ს მდგრადობის დირექტორი.
ამ ეტაპზე კომპანია გეგმავს, ახალი ჩანთები ექსპერიმენტულად გამოიყენოს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი შეაფასებენ, რამდენად რეალური გავლენა ექნება ინიციატივას გარემოზე და რამდენად ადვილად ახერხებენ მომხმარებლები ჩანთების გადამუშავებას.