in

Levi’s Icons — სიურრეალისტური ტრილოგია დასავლურ მემკვიდრეობაზე

ლივაისი დასავლურ მემკვიდრეობას კინემატოგრაფიულ ელფერს სძენს. გლობალური კამპანია Icons-ის სერიაში გრემის ნომინანტი ქანთრი არტისტი შაბუზი, ემის მფლობელ შეფ-მზარეულ და მსახიობ მატ მეთისონთან ერთად მონაწილეობს, და სრულიად განსხვავებულ ელფერს სძენს ჯინსებით შექმნილ სამყაროს. სულ სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს გვიზიარებენ, რომლებიც სიურრეალისტურ ამერიკულ ამბებსა და თანამედროვე მითებს შორისაა მოქცეული. აქ ცეცხლში გახვეულ მანქანებს, უცნაურად გადიდებილ მთვარეს და ცოცხალ პეიზაჟებს ნახავთ, რომლებიც ნაკლებად თუ ჰგავს დეკორატიულს…

M2

თითოეული ფილმი ლივაისის ყველაზე ფუნდამენტური ელემენტების ირგვლივ ტრიალებს — 501® Original-ის ჯინსების, Trucker-ის ქურთუკისა და Western-ის მოსაცმელის. აქ ტანსაცმელებსაც კი აქვთ საკუთარი სლოგანი: Stronger than most relationships და Worn to be remembered, რითაც ბრენდის ისტორიასაც უკავშირდებიან. 

რაც შეეხება პერსონაჟებს, ზუსტად ისე არიან კამპანიაში წარმოჩენილნი, როგორც ეს მათ ბუნებასა და ლივაისს ეკადრება:

საქართველო vs თურქეთი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველო მუნდიალის გზაზე | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება