როდესაც ჯინსის შარვალზე ვფიქრობთ, მას ავტომატურად ვუკავშირებთ Levi’s-ს (და პირიქით). Levi’s-მა ჯინსის ბაზარი დაისაკუთრა და მთელ მსოფლიოს გააცნო თავისი ბრენდის სიმბოლო. დღეს, მის წითელ იარლიყს ყველგან ვიცნობთ, თუმცა Levi’s-ის ლოგო ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. წლების მანძილზე, ის 8-ჯერ შეიცვალა.
ჯინსი სამუშაო ტანსაცმელი დიდი ხნის განმავლობაში იყო. მაინც, როდის იქცა ის ამერიკული მოდის ნაწილად? ეს ამბავი 1853 წლიდან იწყება, როდესაც ბავარიელი ვაჭარი, ლევი სტრაუსი სან-ფრანცისკოში, თავისი ძმის პროდუქტების გასაყიდად ფილიალი გაეხსნა. ბიზნესის ზრდასთან ერთად, მან სახელი გაითქვა.
მის მომხმარებლებს შორის, იყო თერძი, სახელად იაკობ დევისი. ერთხელ, დევისს ქალმა სთხოვა თავისი ქმრისთვის ისეთი სამუშაო ტანსაცმელი შეეკერა, რომელიც არ დაიხეოდა. იაკობმა გადაწყვიტა ლითონის მოქლონებით დაემაგრებინა საკვანძო ადგილები, მაგალითად, ჯიბის კუთხეები. მიგნებამ გაამართლა და იაკობმა იდეა ლევის გაუმხილა. მოგვიანებით, მათ ერთად დააპატენტეს პროდუქტი.
150 წლის მანძილზე, Levi’s-ის ლოგო 8-ჯერ შეიცვალა. ზოგიერთი განახლება მინიმალური იყო, ზოგიც – გაბედული ნაბიჯის შედეგი.
ეს ლოგო ბრენდს 1892-1925 წლებში წარმოადგენდა. Levi’s-მდე ბრენდს ერქვა 2 Horse Brand. იმის საჩვენებლად, რომ ჯინსები მყარი იყო, ლოგოზე გამოსახეს 2 ცხენი, რომლებიც ჯინსის შარვალს საპირისპირო მომართულებებით ექაჩებოდნენ. ამგვარი გამომხატველი ლოგო მარტივად აღქმადი იყო მათთვისაც, ვინც არ საუბრობდა გამართული ინგლისურით.
1925-1929 წლებში, ბრენდს ასეთი ლოგო ჰქონდა. ადვილად შეამჩნევთ, რომ ამ ლოგოს წინამორბედთან არავითარი კავშირი არ აქვს, სახელის გარდა. მინიმალური დიზაინი მიუთითებს იმაზე, რომ 20-იან წლებში ლევი სტრაუსის პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და დეტალური გამოსახულება აღარ იყო საჭირო. ამასთან, მონოქრომული ფერი რბილი რუჯისფერი და წითელი ტონებით ჩაანაცვლეს. საგრძნობლად შეიცვალა ტიპოგრაფიაც.
1929-1943 წლებში, პოპულარობის მიუხედავად, Levi’s-ს უმეტესწილად დასავლეთმუშათა კლასი მოიხმარდა. მოგვიანებით, აღმოსავლეთის ხალხი სახლში Levi’s-ის შარვლებით ბრუნდებოდა. გაყიდვების ზრდას მეორე მსოფლიო ომმაც შეუწყო ხელი. ჯინსები პირველადი საჭიროების პროდუქტად გამოაცხადეს და მხოლოდ მათზე ყიდდნენ, ვინც თავდაცვით ძალებში იყო ჩაწერილი.
ლოგოს ეს დიზაინი ისტორიულია. მან ლოგოში ბრენდის მხოლოდ სახელწოდება დატოვა. როდესაც კონკურენტებმა ლევისის დაკოპირება დაიწყეს, Levi’s-მა წითელი იარლიყის მიმაგრება დაიწყო შარვლებზე, რაც მკაფიო განმასხვავებელი იყო სხვებისგან.
1943-1949 წლების რედიზაინმა ლევისს თამამი, თავდაჯერებული ტიპოგრაფია შესძინა. ლოგოს ეს ვერსია მწვანესა და ყვითელშია გადაწყვეტილი და დამამშვიდებელ განწყობას ქმნის. უცვლელი დარჩა წარწერა – America’s Finest Overall.
1949-1954 წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, Levi’s-მა კიდევ შეცვალა ბრენდის მთავარი სიმბოლო. ამჯერად, წინა პლანზე წითელი ფერი გამოიკვეთა, ხოლო წარწერა sans-serif-ის all-caps შრიფტით გამოსახეს. თავად ლოგოს ფორმაში მხოლოდ აპოსტროფი შეიცვალა. წარწერა კი ასე შეიცვალა: When there’s work to be done, wear Levi’s.
1949-1954 წლებში, Levi’s-ის ჯინსები სუბკულტურის ნაწილად იქცა. მას აქტიურად იცვამდნენნ როკერები, ჰიპები და გრიზერები. მათ შესაბამისად შეიცვალა ლოგოს ფორმაც – ამჯერად, წითელი და თეთრი ფერების შეხამება გამოჩნდა. წარწერა კი ასე ჩანაცვლდა: Vintage Clothing.
1969-2003 წლებში, ბრენდმა ახალი ვიზუალური იდენტობა შეიძინა. ბრენდ-დიზაინერმა უოლტერ ლენდორმა (რომელმაც შექმნა Coca-Cola-ს ფონტი), Levi’s-ის რედიზაინზე იმუშავა. ლოგოში ღამურის ფორმა ჯინსების უკანა ჯიბეების ნაკერებზე გამოისახებოდა. უოლტერ ლენდორის სააგენტოს რჩევით, Levi’s-მა E ასო პატარა ფორმატში დატოვა ლოგოში. საერთო ჯამში, სიმბოლომ ახალგაზრდული ვიზუალი შეიძინა.
ლოგოს ახლანდელი ვარიანტი 2003 წლიდან არსებობს. მცირე ცვლილებების შედეგად, შრიფტი სიგრძეში დააპატარავეს, ხოლო წითელი ფერი გაამუქეს.
წყარო: tailorbrands