ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი, მილანი, ნიუ იორკი და უკვე თბილისი … თუ ბოლო პერიოდში საყიდლებზე სიარულისას „ლივაისის“ მაღაზიებში შეგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ბრენდის მაისურებს, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისათვის შეიქმნა: LEVIS – TBILISI.
ბრენდულ მაისურებზე ქალაქის წარწერები „ლივაისის“ კამპანიის ნაწილია. კამპანიის ფარგლებში, ბრენდი სპეციალურად ამზადებს მაისურებს მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებისათვის, შესაბამისი ქალაქის მითითებით.
LEVI’S-ის მსგავსი კონცეფციის მაისურებს შეხვდებით, მსოფლიოს მასშტაბით, ქალაქებში: ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი, მილანი, სან ფრანცისკო, ნიუ იორკი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, ვისთვისაც მსგავსი ტიპის მაისურები დამზადდა.
თბილისში, აღნიშნული მაისურები წარმოდგენილია, „დრესაპ ჯგუფში“ შემავალ, LEVI’S-ის მაღაზიის ოთხივე ფილიალში და მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.
[R]