აშშ-ის არჩევნების მოახლოებას ცნობილი ბრენდებიც გვამცნობენ. მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფირმა Levi’s, რომელიც 30 წამიანი ვიდეორგოლით ამერიკელ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ბრენდმა კამპანია სპეციალურად ამომრჩეველთა სარეგისტრაციო დღეს გამოაქვეყნა. ვიდეორგოლის გადამღები კომპანიის – FCB West-ის ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მოგვიწოდებს: “კამპანია შევქმენით იმისთვის, რომ ხალხისთვის შეგვეხსენებინა, რამხელა ძალას ფლობენ ისინი თავიანთი ხმებით. იმედი გვაქვს, ჩვენი გზავნილით საზოგადოება კიდევ უფრო კარგად გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.”