Levi’s-მა ამჯერად წარსულში დაბრუნება და უძველესი ცისფერი ჯინსის ხელახლა წარმოება გადაწყვიტა. Levi’s Vintage Clothing 9 Rivet გასული ეპოქის ნიმუშის ყველა მნიშვნელოვან დეტალს ზედმიწევნით იმეორებს, რაც უფრო გვაახლოებს ბრენდის მოგონებებთან. მაგალითად, თანამედროვე მოდელებისგან განსხვავებით, ამ ჯინსს უკან მხოლოდ ერთი ჯიბე აქვს.
გარდა ამისა, ჯინსზე დაკერებულია ტყავის მარკა, რომელსაც 1875 წლამდე უშვებდა Levi’s. ასევე, გამოყენებულია ერთნემსიანი რკალისებრი ნაკერი. Levi Strauss & Co-ს ისტორიკოსის, ტრეისი პანეკის სიღრმისეული კვლევის შემდეგ, ბრენდმა გააცნობიერა, რომ 1873 ან 1874 წლით დათარიღებული მოდელი ყველაზე ძველი იყო მის არქივებში არსებულ ცისფერ ჯინსებს შორის.
„გულწრფელად აღფრთოვანებული ვართ ამ მოდელის ყველა უცნაურობისა და დეტალის რეპროცუდირებით. წარსულში ამ გზით დაბრუნება ჯინსის ისტორიის უნიკალური ნაწილების ერთობლივ ასახვას შეესაბამება“, — აღნიშნავს Levi’s Vintage Clothing-ის დიზაინის ხელმძღვანელი პოლ ონილი.
საკოლექციო მოდელი მხოლოდ 800 წყვილი გამოიცა — 9Rivet გთავაზობთ ხელშესახებ კავშირს გვთავაზობს ბრენდის წარსულთან და ჯინსის ევოლუციასთან, როგორც ამერიკული მოდის უმნიშვნელოვანეს ნაწილთან.