Levii’s Jeans-ზე რომ მოგიყევით გახსოვთ? ბიონსემ ახალ ალბომ Cowboy Carter-ში რომ შემოგვთავაზა და შემდეგ ამაზე ლივაისმა მთელი კამპანია ააწყო… უნდა ვაღიაროთ, ის, რაც ვარსკვლავმა ამ ბრენდისთვის გააკეთა, ყველა მარკეტერისთვის საოცნებო სვლა იყო. ახლა კი Levi’s-მა ბიონსესთან ოფიციალური თანამშრომლობა დაიწყო, რათა მომხმარებლებს თავისი კლასიკური 1985 წლის Launderette-ის რეკლამის რიმეიქი შესთავაზოს — ეს საქმე TBWA/Chiat/DAY-ს მიანდო.
თავად ბიონსე ოფიციალურად აცხადებდა, რომ ჯინსის იმიჯი ისტორიულად კაცის პერსპექტივიდან ჩანს, რის გამოც „კამპანიის ხელახალი წარმოდგენა ქალების პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ინოვაციური გზების კვლევაც, რომელსაც ქალთა გაძლიერებისთვის და მათი პატივისცემისთვის მიმართავდნენ“.
უნდა ითქვას, რომ 80-იანებში ლივაისის რეკლამები იდეალურ შერწყმას წარმოადგენდა რაღაც მოდურისა და სახალისოს, იუმორის კარგი გრძნობით. თანაც ყველა რეკლამას საერთო ელემენტები ჰქონდა… ახლა კი Launderette-ში კაცის როლი ბიონსემ გარდაქმნა, რაც ლივაისისთვის საოცნებო სცენარია — თანაც ვარსკვლავი არამხოლოდ მათ კამპანიაში მონაწილეობს, არამედ ძველ ნამუშევრებსაც ცვლის ისე, რომ პოპკულტურის მემკვიდრეობას ამდიდრებს.
ამ კამპანიას ლივაისი „თავების სერიას“ უწოდებს. პირველი თავი, როგორც თავად ნახეთ, Launderette-ია. შემდგომ თავებში კი ლივაისის სხვა რეკლამებსაც მოიაზრებენ, ვარაუდობენ, რომ მათ შორის 1987 წლის Parting მოხვდება, თავისივე სტერეოტიპული კონფიგურაციითა და საკმარისი ინტრიგით:
Refrigerator (1988), რომელიც ძალიან ჰგავს Launderette-ის შინაარსს:
Tainted Love (1996), რომლის მთავარი პერსონაჟი კაცია და ღიმილსაც მარტივად მოგგვრით:
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როგორ განავითარებს ლივაისი შემდგომ თავებს. თუმცა, შესაძლოა, ამ საკითხზე ჰოლივუდის სკანდალმაც იმოქმედოს…