in

ობიექტების ბგერითი ტალღებით ლევიტაცია ახალ საფეხურზე ადის

მკვლევრებმა ობიექტების ლევიტაციის ახალ და გაუმჯობესებულ გზას მიაგნეს, რისთვისაც მხოლოდ ხმის ტალღებს იყენებენ. ეს შერეული რეალობის ტექნოლოგიისთვის შთამბეჭდავ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ფუტურისტული ჰოლოგრამების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

როგორც ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, მკვლევრებმა ცალკეული პოლისტიროლის მარცვლებისა და წყლის ნაწილაკების ლევიტაცია სპეციალურ შიგთავსში შეძლეს. ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს ჰაერში ტანსაცმლის პაწაწინა ნაჭრის აწევაც კი გახდა შესაძლებელი. ხოლო დინამიკების რაოდენობის 256-მდე გაზრდით და თითოეული მათგანის დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციით, ობიექტის გადაადგილებასაც კი მიღწიეს.

აქამდე ერთგვარი კორპუსის შიგნით შემაფერხებელ ობიექტს ცალკეული ხმის ტალღების უმიზნოდ ასახვა შეეძლო, რის შემდეგაც ნებისმიერი „მოტივტივე ობიექტი“ ჰაერიდან ვარდებოდა. „წარსულში ჩვენი 3D დისპლეი ვაკუუმში უნდა ყოფილიყო, ახლა კი ასეთი კონტენტის შექმნა პირდაპირ თქვენ თვალწინ შეგვიძლია. არც სპეციალური სათვალეებია საჭირო და არც რაიმე ხრიკი, 3D ფორმები უბრალოდ იმ სივრცეს იზიარებს, რომელშიც ვცხოვრობთ“, — ამბობს დიეგო მარტინეს პლასენსია, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი და ახალი ნაშრომის თნაავტორი.

შედეგად მიღებული ეფექტი საკმაოდ საოცარია. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, გუნდმა შეძლო, ჭიქიდან წყლის წვეთი ამოეწია. „ეს ხსნის შესაძლებლობებს სრულად ჩაძირული ვირტუალური რეალობისთვის და ინტერაქციული ჰოლოგრამებისთვის“, — აღნიშნავს, რიუჯი ჰირაიამა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი.

Love is… – სიყვარულის ამბებით შექმნილი ნახატები, რომელიც მსოფლიომ შეიყვარა

ხის სათამაშოებში ჩაქსოვილი სიყვარული – Geostyle wood art