in

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მკვდარი უჯრედების ლევიტაციით სიცოცხლის შენარჩუნება შეიძლება

veon
veon

როცა მკვდარი უჯრედები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხვდება, ეს მთელი ორგანიზმის და შესაბამისად, სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. New Scientist-ის ცნობით, Stanford-ის უნივერსიტეტში გამოიკვლიეს, როგორ შეიძლება, მაგნიტური ლევიტაციის საშუალებით, მკვდარი და ცოცხალი უჯრედები ერთმანეთისგან ისე გააცალკეონ, რომ არ დააზიანონ ცოცხალი უჯრედები. მაგნიტური ლევიტაცია, მეცნიერებაში, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა, ახლა მკვლევარები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ყველანაირი პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივება.

მაგალითად, ავიღოთ კიბოს კვლევა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ თეორიაში, მკვლევარები განიხილავენ ასეთ ვარიანტს: ექსპერიმენტული მედიკამენტით ზემოქმედება მოხდეს უჯრედების სისტემაზე. თუ კიბოთი დაავადებული უჯრედები კვდომას დაიწყებს, მათ ცოცხალი და ჯანმრთელი უჯრედებისგან მაგნიტური ლევიტაციით გააცალკევებენ. შემდეგ კი დააკვირდებიან და შეაფასებენ პროგრესს.

ლევიტაციის გარეშე, ცოცხალი და მკვდარი უჯრედების განცალკევების ერთადერთი გზა ცენტრიფუგას (აპარატი, რომელიც ცენტრიდანული ძალების მეშვეობით ახდენს ნარევის მექანიკურ დანაწევრებას შემადგენელ ნაწილებად) საშუალებით მათი დანაწევრებაა. მაგრამ ეს პროცესი ძალიან საზიანო, დამანგრეველია უჯრედების სისტემისთვის. ამიტომ, „სტენფორდის“ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ლევიტაციის საშუალებით უჯრედების გაყოფა ბევრად უფრო ეფექტური მეთოდია.

თანაც, ამ ყველაფერს 3D პრინტით აკეთებენ. ანუ, როგორც მკვლევარები ამბობენ, შეუძლიათ მკვდარი უჯრედების აღება ნებისმიერი ორგანოდან ისე, რომ ცოცხალი ნაწილაკები არ აჰყვეს. მათი მტკიცებით, ლევიტაცია და 3D პრინტი ბევრად გაამარტივებს მკვდარი უჯრედების მოცილებას და შესაბამისად, ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას/შენარჩუნებას.

ბათუმში „დიჯიტალ ტვ“-ის ოფისი გაიხსნა

ორი ამბავი Balticbest-ზე – რეზო შელია ჟიურის წევრია და ნამუშევრების გაგზავნა, ჯერ კიდევ, შესაძლებელია