Lexus-ის ორი ახალი რეკლამა ოპტიმისტურ და სახალისო განწყობაზეა აგებული. მათზე Great Guns-მა და რეჟისორ ბრიუს სენტ კლერმა იმუშავეს.
“A Magnet For Adventure” გვიჩვენებს საგნებს, რომლებიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული — კაიაკით დაწყებული, კარვით დასრულებული. ეს ყველაფერი ჰაერში ერთმანეთის მიყოლებით იწევა და შენობებსა თუ ხეებს შორის გადის… როგორც ბოლოს ირკვევა, ამ ნივთებს ლექსუსის მანქანაზე მიმაგრებული მაგნიტი იზიდავდა, რათა მომხმარებელი ხმაურიან ქალაქს გასცლოდა და მოგზაურობის თავგადასავლებში გადაშვებულიყო.
“Home in NX”-ის სიუჟეტი მეგობრული კატის ირგვლივ ვითარდება, რომელიც საკუთარ სახლს ლექსუსის მანქანაში იწყობს. მართალია, მამაკაცი ცდილობს, ის მანქანით ქუჩაში გადასვას, მაგრამ კატა დაუმორჩილებელი აღმოჩნდა… ამიტომაც, იძულებულია, თავის ახალ მეგობრად მიიღოს და მასზე, ძაღლთან ერთად, სათანადოდ იზრუნებს. იდეურად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ლექსუსში ყველას ადგილია.