მამების ხუმრობები ყველამ ვიცით, მათი აუდიტორიაც და თვალების გადატანით ნათქვამი ფრაზაც… ახლა კი ლექსუსმა გადაწყვიტა, იუმორის „ქრინჯი“ შეგრძნება ახალ კამპანიაში გააცოცხლოს. შედეგად, მამების დღისთვის 2024 Lexus GX-ის გამოგონილ ახალ ფუნქციაზე სახალისო შემოქმედებითი ვიდეო შემოგვთავაზეს, რომელსაც Dad GXokes-ის სახელით გვაცნობენ — მამებს საშუალებას აძლევს, მანქანა თემატურ ხუმრობებში დაიხმარონ, ასე კი სურთ, ის სახალისო ყოველდღიურობა ასახონ, რომლებსაც მშობლები გვთავაზობენ ხოლმე…
აქ მოისმენთ ხუმრობებს, რომლებსაც დაბნეული სახეებით ხვდებიან და მამას, რომელიც გაჩერებას სულაც არ აპირებს, მთელი მანქანა ჩუმადაა, რასაც ვერ ვიტყვით დედაზე… არადა, აქვე ვისმენთ, რომ GX ყველასთვის სახალისო გამოცდილების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ძალიანაც რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდით, თავად ნახეთ: