12
მარ
2018

მომხმარებლის წერილებით შექმნილი Lexus LS – ბრენდის ორიგინალური კამპანია 

12 მარ 2018

Lexus-ისთვის, გარდა თავისი განსაკუთრებული და უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი ავტომობილებისა, პრიორიტეტულია მომხმარებლის დამოკიდებულება და მოსაზრება. ბრენდმა ამის დემონსტრირებისთვის, ხელოვან მაიკლ მერფისთან თანამშრომლობით, ორიგინალური კამპანია განახორციელა. ცნობილმა ამერიკელმა სკულპტორმა, 2000-მდე წერილისგან, რომელიც კომპანიამ მოკლე პერიოდში ერთგული მომხმარებლისგან მიიღო, Lexus LS-ის ფიგურა და კომპანიის ლოგო შექმნა.

 

განხილვა