in

თურმე, რას ნიშნავს Lexus-ისთვის ფუფუნება — სამი ემოციური ამბავი 

ბრენდის საკულტო December to Remember-ის კამპანიის ფარგლებში ლექსუსი სამ ახალ რეკლამას გვაცნობს — ემოციური სიუჟეტებით, რომლებიც გვარწმუნებს, რომ ფუფუნება და სიმდიდრე რაღაც საგნებში კი არა, ჩვენთვის საყვარელ  ადამიანებთან ერთად განსაკუთრებული მომენტების შექმნაშია. ამ გზაზე კი მეგზურად ლექსუსი გვყავს, რომელსაც ხან მეგობრები მიჰყავს სიურპრიზის მოსაწყობად, ხან ჩრდილოეთ პოლუსზე სანტასთვის წერილის მიტანაში და ხანაც ყოველ დღესასწაულზე ბავშვობის სახლში დაბრუნებაში გვეხმარება. 

BOG

ლექსუსის საახალწლო სერიები Team One-ს ეკუთვნის და სამ ისტორიას გვაცნობს. პირველ რეკლამაში ერთი ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, ვუყურებთ, როგორ იზრდებიან ბავშვები, ქმნიან საკუთარ ოჯახებს, ახალ ბებია-ბაბუის სტატუსსაც გვძენენ და ყველაზე სასურველ სტუმრებად იქცევიან:

ახალი წელი სიურპრიზების გარეშეც არ გამოვა, ამიტომ ლექსუსი აქაც უცვლელ პარტნიორად პოზიციონირდება:

არც სანტასთვის წერილების გაგზავნა დავიწყებიათ, შესაბამისად, გვაჩვენებენ, როგორ გვეხმარება ლექსუსის თანამედროვე ტექნოლოგიები ჩრდილოეთ პოლუსზე წერილის მიტანაში:

და თუ საახალწლო რეკლამების ეს დოზა თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, შეგიძლიათ John Lewis-ის საშობაო ქრონიკებს გადახედოთ, რეკლამებს 2007 წლიდან დღემდე.

Pantone-ის AI ხელსაწყო ფერთა პალიტრის შექმნაში დაგეხმარებათ

„არის ერთი ნიუანსი“ – ნიკო ნერგაძისა და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო