3
Dec
2019

LEXUS RX „ლექსუს თბილისის“ შოურუმში უკვე იყიდება

3 Dec 2019

იაპონური პრემიუმ ბრენდი „ლექსუსი“, 2020 წლისათვის, ქართველ მომხმარებლებს განახლებულ LEXUS RX-ს სთავაზობს. მისი შეძენა „ლექსუს თბილისის“ ოფიციალურ შოურუმში უკვე შესაძლებელია.

„უსაფრთხოების სისტემა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურად ინტეგრირება სწორედ ის მთავარი მახასიათებლებია, რითიც „ლექსუსის“ მოდელები გამოირჩევა და რის გამოც, ბრენდი, საავტომობილო ბაზარზე მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. რაც შეეხება განახლებულ LEXUS RX-ს, ეს მოდელი, პრემიუმ კროს-ოვერ სეგმენტის პიონერი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. 1998 წელს , LEXUS-მა  RX-ის შექმნით ჩამოაყალიბა პრემიუმ კროს-ოვერის კლასი და უკანასკნელი 21 წლის მანძილზე უპირობოდ ლიდერობს და ახალი თაობის მოდელში, Lexus-მა ამ პერიოდში დაგროვებული გამოცდილება დანერგა“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი LEXUS RX მოდელის გარეგნული მახასიათებელი ინარჩუნებს და კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ძლიერ და სპორტულ ხასიათს, დახვეწილ და ჰარმონიულ დიზაინთან ერთად.

„დიზაინის ამგვარი მთლიანობა RX-ის გარეგნულ ფორმას უჩვეულო მდინარებასა და უნაკლო მდგრადობას ანიჭებს. შედეგად კი, ეს ელეგანტური შესახედაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს Lexus-ის ახალ ვიზუალურ ენას. რაც შეეხება RX-ის მართვის მახასიათებლებს, იგი ფეხდაფეხ მიუყვება ბრენდის დიზაინერულ გადაწყვეტებს, რომლებიც LC კუპეს და LS სედანის მოდელების შემთხვევაში უკვე ვიხილეთ – ინჟინრებმა ზედმიწევნით შეისწავლეს მოდელის ყოველი დეტალი, დახვეწეს მანქანის სიმძლავრე, დაამატეს განახლებული დაკიდების და სამუხრუჭე სისტემა. შედეგად, მართვის პროცესი მომხმარებლისთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან მანქანა იძლევა შესაძლებლობას, მოქნილად და უშეცდომოდ გაიაროს სასურველი მარშრუტი. განახლებული LEXUS RX აღჭურვილია მსოფლიოში პირველი BladeScan Type AHS-ისა და Lexus-ის უსაფრთხოების პლუს სისტემით“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, RX-ის მოდელის უმთავრესი მიღწევა მისი გაუმჯობესებული ფუნქციებია- სამუხრუჭე სისტემა და ძრავის გაზრდილი სიმძლავრე მართვის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

„Lexus პიონერია ავტომატური განათების ტექნოლოგიებში, ის პირველია ავტომწარმოებლებს შორის, ვინც  ადაპტური მაშუქების სისტემა გამოიყენა. ასეთი, სისტემა უზრუნველყოფს შემხვედრი და წინ მიმავალი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებას. ახალ RX-ის მოდელში Lexus-მა წარმოადგინა პირველი Bladescan-ის ტიპის შორი მაშუქის ადაპტირებადი სისტემა (AHS). ტექნოლოგია ასე მუშაობს: LED სხივები მაღალი სიჩქარით მბრუნავ სარკეებს ანათებს, ნათება შემდეგ ლინზაში გარდატყდება და იშლება გზის ზედაპირზე, სიბნელეში გაუმჯობესებული ხილვადობისათვისამრეკლი BladeScan Type AHS ზუსტად ანაწილებს სხივებს სარკეების ბრუნვითა და LED დიოდების სინქრონული ჩართვა – გამორთვით. რადგან შორ მაშუქის სისტემას შეუძლია იმ წერტილებსაც კი მიანათოს, რომლებიც სტანდარტულ შემთხვევაში რთულად აღქმადი იქნებოდა, მაგალითად გზის ავარიული ნაწილი. სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს ფეხით მოსიარულეები და საგზაო ნიშნები ადრე შენიშნოს და მიუხედავად ამისა, წინა ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლის მხედველობა არ დააბრკოლოს. ინოვაციურმა ტექნოლოგიამ, წინა მოდელთან შედარებით, ამოცნობის მანძილი 24 მეტრით გააუმჯობესა.

ასევე, ახალი RX ასევე აღჭურვილია LSS+ სისტემის უახლესი ვერსიით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებისა და ავარიისგან დაცვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს. LSS+ ძირითადი მახასიათებლებია: რადარული დინამიური კრუიზ კონტროლი (Dynamic Radar Cruise Control / DRCC) ხაზის გადაკვეთის მაცნესთან (Lane Tracing Assist / LTA) ერთად მძღოლს უადვილებს სავალ ხაზში დარჩენას. თუ სისტემა ამოიცნობს სავალი ხაზიდან გადახრას, ხაზის გადაკვეთის მაცნე (LTA) მყისიერად აცნობებს მძღოლს როგორც ვიზუალური ან აუდიო ნიშნებით, ასევე საჭის ვიბრაციით (საჭიროების შემთხვევაში მცირედი მართვის კორექტირებასაც უზრუნველყოფს). გარდა ამისა, Laser Screw Welding (LSW) ტექნოლოგია, გაუმჯობესებულ სტაბილიზატორ ძელებთან და გაძლიერებულ დგუშებთან ერთად იძლევა სასურველ შედეგს – დამუხრუჭებისას მყისიერ რეაგირებას. ახალი RX აღჭურვილია Active Cornering Assist (ACA) ფუნქციით, მოსახვევში გადახრისას  ამცირებს მართვის დაკარგვის რისკს, რაც თავის მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად აკონტროლო მართვის პროცესი ნებისმიერ პირობებში. გაუმჯობესებული RX მოდელის ამორტიზატორი ახლა უკვე აღჭურვილია ახალი Friction Control Device (FCD) მოწყობილობით, რაც ავტომობილს ოთხივე ბორბალზე მყარად დგომის და განსაკუთრებულად ზუსტი რეაგირების შესაძლებლობას აძლევს“.

ბრენდის წარმომადგენლების თქმით, Lexus მუდმივად მიისწრაფვის უსაფრთხოების ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისკენ და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი აღჭურვოს ამ შესაძლებლობით.

„ამისთვის გაუმჯობესდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ავტომობილს დაემატა Apple CarPlay, Android Auto, სენსორული ეკრანი და პადი: ავტომობილის დიზაინში სმარტფონის მოხმარებისთვის ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული, მათ შორის, ტელეფონის დამჭერი, USB პორტი, APPLE CarPlay-სა და Android Auto-სთან თავსებადობა. ასევე, გათვალისწინებულია ხმით კონტროლი. მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი ტელეფონიდან Apple Siri ან Google Assistant ჩართოს. ამგვარად, მძღოლებს შეეძლებათ როგორც Lexus-ის, ისე სმარტფონების ნავიგაციის სისტემით სარგებლობა. LEXUS RX მაქსიმალურადა ორიენტირებულია მომხმარებლების კომფორტზე – ბრენდის მთავარი პრინციპია, მუდამ უსმინოს მათ და შესაბამისი სურვილებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებს.

[R]

განხილვა