in

Lexus თბილისის წარმატება – Kiwami Award 2025-ის პრესტიჟული ჯილდო!

Lexus ის ბრენდია, რომელიც მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და სხვებისთვის ხარისხის სტანდარტს აწესებს. მისი მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების, საიმედოობისა და დახვეწილი დიზაინის ერთმანეთთან შეთავსება, რათა მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება.

ლექსუსი ამკვიდრებს მომსახურების საკუთარ სტანდარტს. იაპონური სტუმარმასპინძლობა –  Omotenashi  – ლექსუსის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ომოტენაში პირდაპირ არ ითაგრმნება, თუმცა მისი შეგრძნება ლექსუსის ცენტრებში ყოველი ვიზიტისას შეგიძლიათ.

Kiwami მომსახურების უმაღლესი ხარისხის აღმნიშვნელი ჯილდოა და გადაეცემა ევროპის საუკეთესოთა შორის საუკეთესო სადილეროებს. წლევანდელ დაჯილდოებაში 340-ზე მეტი ოფიციალური Lexus ცენტრი მონაწილეობდა, რომლებისგანაც საბოლოოდ 19 ცენტრი შეირჩა – იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად გამარჯვებულთა სიაში საქართველოში მოქმედი ცენტრი Lexus თბილისიც მოხვდა.

საქართველოში ბრენდის ოფიციალური დილერი ლექსუს თბილისი 2018 წელს დაარსდა და პირველი Kiwami-ს ჯილდო, სულ რაღაც 18 თვეში მოიპოვა. წელს კი ცენტრმა ეს ჯილდო მოღვაწეობის 7 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობით, მეოთხედ მიიღო.

მომხმარებელს კი შევახსენებთ, რომ Lexus თბილისის შოურუმი აღმაშენებლის ხეივანზე, 160 ნომერში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც გამოცდილი პროფესიონალები დაინტერესებულ პირებს ყველა დეტალს აცნობენ და ბრენდისადმი ერთგულებას თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ამჟღავნებენ.

[R]

Google-მა ჰელოუნის 2025 წლის ტრენდები გამოაქვეყნა

„შეეხე ბალახს“ — The North Face ციფრული სამყაროსგან გაქცევას გთავაზობთ