in

„ლექსუს თბილისმა“ მეხუთედ მოიპოვა პრესტიჟული ჯილდო “KIWAMI”

დაფუძნებიდან 8 წლის განმავლობაში „ლექსუს თბილისი” ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, KIWAMI-ს გამარჯვებულებს შორის უკვე მეხუთედ დასახელდა!

აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესოთა შორის იმ საუკეთესო ევროპელ სადილეროებს, რომლებიც  ბიზნესის ეფექტიანობითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

KIWAMI 2026-ის მეათე, საიუბილეო დაჯილდოებას ინგლისმა, კერძოდ კი ოქსფორდმა უმასპინძლა. სამდღიან მასშტაბურ ღონისძიებაზე 300-ზე მეტ სადილეროს შორის 16 საუკეთესო დასახელდა, მათ შორის, საპატიო ადგილი „ლექსუს თბილისმაც“ დაიკავა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის წარმომადგენლობა ზედმიწევნით მიჰყვება ბრენდის მთავარ ფილოსოფიას – მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ.

Lexus Europe-ის ხელმძღვანელის, ანდრე შმიდტის განმარტებით, KIWAMI-ს ჯილდოს მფლობელები მომხმარებლებისთვის ქმნიან გამოცდილებას, რომელიც იაპონური სტუმართმოყვარეობის უნიკალურ ტრადიციას – Omotenashi-ს („ომოტენაში“) ეფუძნება და თითოეული სტუმრის საჭიროებების წინასწარ გათვალისწინებას გულისხმობს:

„სადილეროებმა, რომლებმაც KIWAMI-ს ჯილდოები მიიღეს,  სტაბილურად მაღალი შედეგები აჩვენეს, ასევე, თავიანთ მომხმარებლებს Lexus Omotenashi-ის განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზეს. ეს არის ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და იმ უცვლელი მიდგომის შედეგი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ყველაფრის ცენტრში დგას“, – განაცხადა ანდრე შმიდტმა.

ლექსუს თბილისი არსებობის 8 წლის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ სტანდარტს, ხოლო KIWAMI-ს ჯილდოს მეხუთედ მიღება ამ ძალისხმევის კიდევ ერთი ოფიციალური აღიარებაა.

თბილისის წარმომადგენლობა კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და უნიკალური გამოცდილების შეთავაზებას, Lexus-ის ფილოსოფიის კვალდაკვალ.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

Instagram-ზე მონიშნული პოსტების პროფილზე დამატება უკვე შეგიძლიათ