in

როგორია Lexus Tbilisi-ს ახალი მმართველი დირექტორის გეგმები

„ლექსუსი“ საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და გახსნის დღიდან მისი მმართველი დირექტორის პოზიციას ლაშა ლომიძე იკავებდა, რომელიც ახლა ჰოლდინგის მასშტაბით სხვა პროექტებს და წამოწყებებს ჩაუდგება სათავეში. ხოლო მმართველი დირექტორი შაკო ციხელაშვილი გახდა.

„კომპანიის არსებობის პირველივე დღეებიდან დავიწყე აქ მუშაობა, როგორც გაყიდვების წარმომადგენელმა. ამ პოზიციაზე ერთი წელი დავყავი, შემდეგ კი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას ჩავუდექი სათავეში“, — აღნიშნავს შაკო. ზოგადად, მისი ამ სფეროსადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება; ამას მოჰყვა პროფესიონალურ ავტოსპორტში აქტიური ჩართულობა და უკვე 8 წელია, კარიერა ამ საყვარელ საქმიანობას დაუკავშირა.

M: შაკო, გაგვიზიარეთ, როგორია თქვენი, როგორც „ლექსუს თბილისის“ მმართველი დირექტორის, სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმებიც და მიზნებიც პირველ რიგში ამ კომპანიას უკავშირდება. მსურს, ფანტასტიკურ გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ევროპის მასშტაბით მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ სადილეროდ, რასაც ჩვენ მიერ მოპოვებული არაერთი ჯილდო მოწმობს. ახლა, ამ ეპოქაში, როდესაც ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება მოვლენები, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ადაპტირება და შესაძლებლობებზე კონცენტრირება, ამიტომ, ჩემი ფოკუსი სწორედ ამაზე იქნება მომართული.

გარდა ამისა, შევინარჩუნებთ მომხმარებლებზე ორიენტირებულ კულტურას, რადგან მათზე ზრუნვა და საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენი ბრენდის იდენტობის ნაწილია.

M: საინტერესოა, პირადი წარმატებისა და კარიერული განვითარების კუთხით რას მოელით 

ჩემთვის მეტი პასუხისმგებლობა მეტი მოტივაციის წყაროა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი და ჩემი გუნდის მოტივაციით და კაიზენის მიდგომით, რაც უწყვეტ განვითარებას ნიშნავს, უამრავ ახალ ინიციატივას და პროექტს განვახორციელებთ და შეუდარებელ გამოცდილებას შევიძენთ. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ მუდმივი წინსვლა და ახალი გამოწვევები კომპანიის განვითარების ყოველ საფეხურზე, თავისთავად ჩემი კარიერული განვითარების გარანტიაც იქნება.

ამ რობოტს სუნის შეგრძნება შეუძლია

წინანდლის ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს