in

Lexus-მა ახალი მოდელისთვის შოურუმი პარკინგზე შექმნა!

თუ Lamborghini ახალი მოდელის შესაძლებლობების საჩვენებლად გვთავაზობს, წარმოვიდგინოთ, როგორია ორი გულით ცხოვრება, Lexus-მა ამისთვის ბევრად მარტივი გზა აირჩია — 2024 Lexus LBX ამსტერდამის შუაგულში Dior-ის, Chanel-ის, Louis Vuitton-ისა და Gucci-ის მაღაზიების წინ დააპარკინგა!

BOG

დიახ, თუ მაღალი კლასის ავტომწარმოებლები ძვირადღირებულ შოურუმებს გვთავაზობენ, Lexus-მა მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად ბევრად იაფიან, მაგრამ ეფექტურ გზას მიაგნო და The Parkable Flagship Store შექმნა — იმერსიული კონცეფცია, რომელიც ჭკვიანურად იმარჯვებს კონკურენციაში, მაღალ გადასახადებსაც ირიდებს თავიდან და მდიდრული მანქანის გამოცდილებასაც გვთავაზობს. 2024 Lexus LBX ამსტერდამის ყველაზე ცნობილ P.C. Hoofstraat-ის ქუჩის პარკინგზე დგას, ჩვეულებრივ პრემიუმ შოურუმის ფორმატში, ოღონდ პარკინგის ფასად!

Lexus-ის The Parkable Flagship Store-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო DDB Amsterdam-მა იმუშავა. 

პირველყოფილი ადამიანიდან შოპაჰოლიკამდე — Patagonia-მ ფილმი გამოუშვა!

დავით ლაბაძე – სტეპში Night Talk-ის დროა