თავის ახალ მარკეტინგულ კამპანიაში Lexus-მა 2024 წლის TX წარმოაჩინა. ეს არის მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ის სურვილები, რომლებსაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში აჟღერებდნენ. ბრენდმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ახალი მანქანით უფრო მეტი სარგებელი შესთავაზა მომხმარებელს, ვიდრე უბრალოდ A წერტილიდან B წერტილამდე მისვლაა. ის უზრუნველყოფს, რომ მგზავრობა ყველასთვის სასიამოვნო იყოს.
კამპანიაზე ლექსუსმა დიდი ხნის პარტნიორ სააგენტოსთან, Team One-თან ერთად იმუშავა. ვიდეორგოლში სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: მოგზაურობის შემდეგ ოჯახი აეროპორტში დაღლილი ჩამოდის და მათ უსიამოვნო შეგრძნებებსა თუ დისკომფოტს, რომელიც ფრენისას შეექმნათ, სწრაფად აქრობს ახალი TX, რომელიც აოროპორტის კართან ხვდებათ. სულ სამი ვიდეო გამოვიდა, რომლებშიც გამოსახულია სამი პერსონაჟი, ინდივიდუალური ტკივილებით და მათზე მორგებული ახალი ავტომობილის უპირატესობებით.
ეს პროფესიონალური კამპანია სახელწოდებით “Battle Out There” 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. იგი პერსონალურად Lexus-ისთვის შეიქმნა.