14
May
2019

„ლექსუს თბილისმა“ ახალი UX 200 წარადგინა

14 May 2019

ლექსუს თბილისმა“ პრემიუმ კლასის, ახალი UX 200 წარადგინა. კომპანიაში ამბობენ, რომ   ვინც ავტომობილის ხარისხს, პროფესიონალური მომსახურებას და დახვეწილ სტილს აფასებს, მათ შოუ-რუმს უნდა ეწვიოს – „პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ოჯახს თამამი, თანამედროვე დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლების მქონე ახალი წევრი, Lexus UX 200 შეემატა”.

ახალი მოდელის პრეზენტაციაზე მიწვეულ ავტომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრემიუმ კლასის UX 200-ს შესაძლებლობები თავად გამოეცადათ და სიახლეებზე ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელისგან მიეღოთ. UX-ის ფერებში გადაწყვეტილი „ცოცხალი კედელი“ და მუსიკა ღონისძიებას, ორგანიზატორების თქმით, განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

„ახალი UX წარმოადგენს Lexus-ის ინოვაციური მიდგომებისა და უსაფრთხოების ერთიანობას, რომელიც თამამ დიზაინსა და ულტრაეფექტურ ძალურ აგრეგატს მოიცავს. იგი აღჭურვილია „ლექსუსის” უახლესი 2.0 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 171 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. დინამიკური სტილისა და იერის მქონე UX-ი შექმნილია Lexus-ისთვის დამახასიათებელი სწრაფი და სასიამოვნო მართვისთვის. ამით ის პრემიუმ-კლასის კომპაქტური სპორტული უნივერსალების ბაზარზე უნიკალურ ადგილს იკავებს“.

რაც შეეხება ინტერიერს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, UX-ის სალონი, ერთი მხრივ, დინამიკურ, პრემიუმ – კლასის სედანის შეგრძნებას აღძრავს, მეორე მხრივ კი გამოირჩევა „კროსოვერისთვის“ დამახასიათებელი მართვის მაღალი პოზიციით.

„მასალები და შესრულების ხარისხი Lexus-ის სტანდარტების შესაბამისია – იაპონური ტრადიციები, ოსტატობა და სტუმართმოყვარეობა წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის შერწყმული. UX-ის სალონში უწყვეტი მთლიანობის განცდის შესაქმნელად კონსტრუქტორების  შთაგონების წყაროდ იქცა იაპონური არქიტექტურის ტრადიციული კონცეფცია „ენგავა“, რომელიც სახლის ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ზღვარს შლის“.

გარდა ამისა, „ლექსუს თბილისის“ წარმომადგენლების თქმით, კიუშუს ქარხანაში აწყობილ ყოველ UX-სტაკუმი“ ოსტატები ქარხნიდან გამოშვებამდე საგანგებო „ჩუმ ოთახში“ ამოწმებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, აღმოფხვრან კარის დახურვისას წარმოქმნილი ნებისმიერი შეუსაბამო ხმა.

„UX 200-ი ბრენდის განსაკუთრებული ზრუნვისა და სიამაყის ობიექტად იქცა, რადგან ის ჩვენი დიდი ოჯახის ყველაზე ახალი წევრია და ამასთან, ჩვენი პირველი პროდუქტია, რომელიც ახალგაზრდა სეგმენტზე არის გათვლილი. ზოგადად, ყველა პრეზენტაცია კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე, ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლება ხდება, UX 200-ი კი „ლექსუსისთვის“ სრულიად ახალი ტიპის მოდელია, რომლის საშუალებითაც, როგორც გითხარით, ბრენდის მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის შემცირება გადავწყვიტეთ. ლექსუსის დიზაინერების მთავარი ამოცანა იყო, შექმნილიყო ავტომობილი, რომელიც არცერთ არსებულ მოდელს დაემსგავსებოდა – სწორედ ასეთია UX 200. ზოგადად, „ლექსუსის“ საავტომობილო ინდუსტრიის კონცეფცია გულისხმობს, რომ ბრენდის პროდუქტი ყურადღებას შორ მანძილზეც უნდა იპყრობდეს და ავტომობილის მფლობელის განსხვავებულობას, გემოვნებასა და სტილს უსვამდეს ხაზს. ახლაც, ასეთი ამბიციური და აბსოლუტურად თავდაჯერებული განაცხადით ვიწვევთ შოუ-რუმში ახალგაზრდებს – სწორედ მათ, ვისაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტისა და გამორჩეული სტილის სინთეზი“, – ამბობს „ლექსუს თბილისის“ გენერალური დირექტორი ლაშა ლომიძე.

მისივე თქმით, გამორჩეული დიზაინისა და დინამიკური მახასიათებლების გარდა, UX 200 უსაფრთხოების კონცეფციითაც განსაკუთრებულია.

„ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა სეგმენტისთვისაც მნიშვნელოვანია ის ხარისხი, საიმედოობა და უსაფრთხოება, რომლითაც „ლექსუსის“ ბრენდი წლებია გამოირჩევა. „Seat-in-control“-ის კონცეფციის მეშვეობით, UX-ი მძღოლს ხელს უწყობს, გზასთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს. საერთოდ, UX 200-ის შექმნისას ბევრი დეტალია გათვალისწინებული. ის იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ურბანულ გარემოში ცხოვრობს, სადაც მოძრაობა გადატვირთულია და პარკირებაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას მაინც ახერხებს. ახალი პლატფორმისა და საკიდარის წყალობით, UX უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას უგზოობის პირობებშიც. ამ ყველაფერს ემატება Lexus Safety Sense, რომელიც უსაფრთხოების  ყველა აქტიური თუ პასიური სისტემის ერთობლიობას წარმოადგენს. ის ეხმარება მძღოლებს გზებზე არსებული საშიშროებების აღქმაში და, შესაბამისად, ამცირებს შეჯახების რისკს, მანქანის მართვას კი უფრო კომფორტულს ხდის. მსურველებს შეუძლიათ,  ტესტ-დრაივით ისარგებლონ და Lexus UX-ის უპირატესობებში თავად დარწმუნდნენ“. 

[R]

განხილვა