in

მუსიკალური კლიპისთვის შექმნილი ავტომობილი – Lexus–ის უჩვეულო პროექტი

ყოველი ჩვენი ქცევა გარკვეულ სიგნალს გზავნის იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და რა გვაინტერესებს. ავტომობილიც კი, რომელსაც ვმართავთ, ჩვენს გემოვნებასა და უპირატესობებზე მიუთითებს. Lexus–მა გადაწყვიტა ისეთი მოდელი შეექმნა, რომელიც გარკვეული ვიზუალური სიგნალების გადმოცემას შეძლებდა.

 

LIT IS-ი სატესტო მოდელია, რომელზეც ბრენდმა Vevo–სთან ერთად იმუშავა. ავტომობილს აქვს 41,999 LED ნათურა და თანამედროვე სენსორული სისტემა, რეაგირებს მოძრაობაზე, სისწრაფესა და მუსიკაზე. უნიკალური მოდელის საცდელი ვარიანტი პირველად მომღერალ Dua Lipa–ს ვიდეორგოლ  “Be the One”–ში გამოჩნდა. რეალურად, სწორედ მისთვის შეიქმნა ეს პროდუქტი, იქიდან გამომდინარე, რომ სიახლე საკმაოდ ეფექტური და მიმზიდველი გამოვიდა, Lexus–ის წარმომადგენლები მას უფრო სერიოზულად მიუდგნენ და LIT IS-ი შემოგვთავაზეს.

#დაისვენე – თიბისი ბანკის ახალი კამპანია

არ ვირბინოთ?! – Nike–ის კამპანია დროის უაზროდ ხარჯვის წინააღმდეგ