LG ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოს ორკამერიანი სმარტფონი წარუდგინა. ეს 2011 წელს მოხდა, როდესაც ბაზარზე LG Optimus 3D გამოჩნდა. თუმცა, დღესდღეობით უკვე სამკამერიანი და ოთხკამერიანი სმარტფონებიც აღარავის უკვირს. შესაბამისად, LG-მ მომხმარებლების გაოცება გადაწყვიტა – მან იდეას, გამოუშვას 16 კამერიანი სმარტფონი, ფარდა სულ ახლახანს ახადა. კამერებიდან თითოეულს შეეძლება სხვადასხვა ხედის დაფიქსირება, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელს გახდის 3D გამოსახულების/სურათის გადაღებას. თუმცა, LG ამ ყველაფრით არ შემოიფარგლა და გადაწყვიტა, სმარტფონს ასევე დაუმონტაჟოს კამერების დაბლა პატარა სარკე, რომელიც მომხმარებლებისთვის საკუთარ თავზე სურათის გადაღებას გააადვილებს.



წყარო: GizChina.com










