in

LG-ის პლატფორმა AI სიმღერების შექმნას გთავაზობთ

LG მუსიკასა და ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს, რათა მეტად ადამიანური რაღაცები შემოგვთავაზოს, ამიტომაც თავისსავე გლობალურ კამპანიაში Radio Optimism ტექნოლოგიებსა და ემოციებს აერთიანებს და ადამიანებს ეხმარება, დაამყარონ ერთმანეთთან კავშირები იმ სამყაროში, რომელიც ციფრულად გათიშულს ჰგავს ხოლმე. ინიციატივე ბრენდის Life’s Good-ის ფილოსოფიას მიჰყვება და გასული წლის Optimism Your Feed-საც ეუძნება, რომელიც სოციალურ მედიაში მეტი პოზიტივის შეტანისკენ გვიბიძგებდა.

BOG

კამპანია იმის ირგვლივ ტრიალებს, რასაც LG მსოფლიოში პირველ 24/7 სიმღერების სადგურს უწოდებს — ინტერაქციული პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს პერსონალიზებული სიმღერების შექმნა შეუძლიათ სახელი, რაღაც მოგონების ან განწყობის გაზიარებით. შემდეგ კი AI უნიკალურ სიმღერას ქმნის, რომელიც შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის დაიტოვოთ ან საჯაროდ დაუკრათ Radio Optimism-ის ვებგვერდზე. რეგიდან დაწყებული, რეპით დამთავრებული ნებისმიერ ჟანრს შემოგთავაზებთ.

იდეა კი შემოქმედებით ამბიციაზე მეტია და უკან LG-ის კვლევა უდგას, რომელიც გვეუბნება, რომ გამოკითხულთა თითქმის 70%-ს უჭირს ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. 3-დან 1 ადამიანი კი ასახელებს, რომ გასულ თვეში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი კავშირი ჰქონდათ ან ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა. მუსიკის ემოციური სიღრმის გამოყენებით კი სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრა სურთ. 

კონცეფცია კი დედისა და შვილების ამბით გააცოცხლეს, რა დროსაც შვილებმა არქტიკაზე მყოფ დედას სიმღერა მიუძღვნეს და ასე დაგვიმტკიცეს, რომ პატარა მუსიკალური ჟესტი მანძილებსაც ფარავს და მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბებაშიც გვეხმარება:

Sanrio-მ 2025 წლის ტოპ პერსონაჟები დაასახელა

საქართველოს ბანკი ხანის აკადემიასთან ერთად აბიტურიენტებისთვის ახალ კამპანიას – “გამოცდები 2025” იწყებს