24
Dec
2019

LG-იმ ულტრა თხელი და 280 გრადუსით მბრუნავი მონიტორი შექმნა

24 Dec 2019

veon
veon


მიუხედავად მობილობასთან დაკავშირებული სიახლეებისა, დიზაინერებისა თუ ვიდეომონტაჟით დაინტერესებული ადამიანებისთვის პერსონალური კომპიუტერები აქტუალურობას არ კარგავენ. ბევრი მიიჩნევს, რომ პერსონალური კომპიუტერი ლეპტოპად იქცა, თუმცა, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის ისინი მნიშვნელოვან მოწყობილობებად რჩებიან. შესაბამისად, კომპანიებიც ცდილობენ, ამ მიმართულებით, ბაზარზე ტექნოლოგიური სიახლის შემოტანას.

ამჯერად, LG-იმ, ულტრა თხელი და 280 გრადუსით მბრუნავი მონიტორი შექმნა და ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანებისთვის, რომლებიც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობენ. ამ ტიპის მონიტორი macOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე კომპიუტერებისთვის კარგი აღჭურვილობაა და ის 280 გრადუსით ბრუნავს, რაც მომხმარებელს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. (მაგალითად, შეგიძლიათ მარტივად აჩვენოთ ნამუშევარი კოლეგას, რომელიც თქვენ წინ ზის).

LG-ის ახალი, ულტრა თხელი მონიტორი 32 დიუმიანია და 4K ეკრანი აქვს. მონიტორის გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულ მოდელს კომპანია ტექნოლოგიების მასშტაბურ შოუ – CES-ზე, 2020 წლის 7 იანვრიდან, სხვა პროდუქტებთან ერთად წარადგენს, რის შემდეგაც, ახალ მონიტორთან დაკავშირებულ სხვა დეტალებსაც გავიგებთ.

განხილვა