9
Jan
2019

LG-ის ექსტრავაგანტული ინსტალაცია ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ გამოფენაზე

9 Jan 2019

ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანია LG ლას-ვეგასში გამართულ სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიების გამოფენაზე (CES) სტუმრებს უკვე არაერთი წელია აკვირვებს თავისი ინსტალაციებით. წლევანდელ გამოფენაზე, ინსტალაციის დასამზადებლად LG-ის 250 ცალი OLED ტელევიზორი გამოიყენეს. უზარმაზარ მრუდე ეკრანებზე შთამბეჭდავი უსასრულო გამოსახულებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. CES პირველად 1967 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, გამოფენას ათასობით მონაწილე და ათიათასობით დელეგატი სტუმრობს.

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] საერთაშორისო გამოფენაზე CES სტუმრებმა თანამედროვე, მოძრავი […]