8
Nov
2019

LG-ის ახალი, 3-ეკრანიანი „სმარტფონი“

8 Nov 2019

veon
veon


სხვადასხვა ბრენდის მომხმარებლებს შორის, „სმარტფონების“ ტექნიკურ მახასიათებლები, შესაძლოა, სადაო იყოს, მაგრამ LG G8X ThinQ, ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება, მინიმუმ, ეკრანების რაოდენობის გამო.

მთავარიც და მეორე, დამხმარე ეკრანიც OLED ტექნოლოგიითაა შექმნილი. მართალია, ეს „სმარტფონი“ დასაკეცი არ არის, მაგრამ ეკრანი 360 გრადუსით ტრიალდება. ამიტომ, მისი გამოყენება პრაქტიკულია: შეგიძლიათ, ერთ ეკრანზე ფილმს უყუროთ, მეორე ჩატი გახნათ, ან ორივეზე ითამაშოთ. 

„მესამე ეკრანზე კი, (დიახ, მესამე, პატარა ეკრანი კორპუსის წინა ნაწილზე აქვს) დროს, თარიღსა და ელემენტს აჩვენებს“.

სპეციალისტები, ვინც LG G8X ThinQ უკვე გატესტა, ამბობენ, რომ ტელეფონს საკმაოდ გამძლე ბატარია აქვს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ახალი „სმარტფონის“ კამერით, გადაღებული ფოტოების თუ ვიდეოს ხარისხით, უკმაყოფილო დარჩა.

LG G8X ThinQ უკვე იყიდება და მისი ფასი $699-ია.

განხილვა