in

„მენოპაუზის რეჟიმი“ — LG ახალ AI ტექნოლოგიას ავითარებს

veon
veon

LG-მ თავისი უახლესი პროექტისა და ფუნქციის ბეტა ტესტირება დაიწყო, სახელწოდებით „მენოპაუზის რეჟიმი“. ხელოვნური ინტელექტის, ThinQ ტექნოლოგიისა და ჭკვიანი საათების სინთეზით, ბრენდს სურს, ქალებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. სამწუხაროდ, მისი თანმდევი პრობლემები მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმზე, რაც ზოგად კეთილდღეობას არღვევს.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, სპეციალური აპლიკაცია რეალურ დროში აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას, გულისცემას და ჟანგბადის დონეს სისხლში. ეს მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაშიც გრძელდება — მონაცემები დაუყოვნებლიბ იგზავნება LG Dual Inverter +AI-ზე, რათა ოთახის ტემპერატურა შესაბამის ნიშნულამდე მოვიდეს.

„ეს არ არის მხოლოდ აპლიკაცია, რომელიც ქალთა კეთილდღეობას აუმჯობესებს. მენოპაუზის რეჟიმს ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია ახალ ეტაპზე გადაჰყავს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის კომფორტულია“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

ასევე, როგორც LG-ის წარმომადგებლები განმარტავენ, კომპანიაში ყოველთვის ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის სწორი მიმართულებით განვითარებას. მთავარი ორიენტირი კი მომხმარებლებისთვის სარგებლის მიწოდებაა — სურთ დაამტკიცონ, რომ ტექნოლოგიას ნამდვილად შეუძლია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება. „AI ჩვენი გლობალური პოზიციონირების ერთ-ერთი საყრდენია და მთავარ მიზანთან შესაბამისობაში მოდის: „ცხოვრება კარგია“. მუდმივად შევქმნით პროდუქტებს, რომლებიც ამ აზრს განგვიმტკიცებს“.

EasyDine – რესტორნის 360-გრადუსით დათვალიერებისა და დაჯავშნის ქართული ონლაინ პლატფორმა

კოსმოსის მოყვარულმა 1600 ეგზოპლანეტა ორ პოსტერში მოაქცია!