ჯერ კიდევ აპრილში LG-მ რებრენდიგი შემოგვთავაზა, რაც 2D ანიმაციურ ლოგოს მოიცავდა და 8 მოძრაობას გვთავაზობდა, თავის დაქნევიდან დაწყებული, თვალის ჩაკვრით დამთავრებული… თუმცა სიახლეები ამით არ დამთავრებულა, ამჯერად ახალ იდენტობას გვიზიარებენ, რომლითაც იმედოვნებენ, რომ „ტექნოლოგიურ სამყაროს გააღიმებენ“ და ასე ნებისმიერი წარმომავლობისა თუ თაობის მომხმარებელსაც დაუკავშირდებიან.
სწორედ ამ მიზეზით ხვდებით LG-ის ახალ პერსონაჟებს ჯოისა და რაიდერს, რომლებიც სააგენტო Wolff Olins-მა ილუსტრატორ ჯანმინ რიუსთან ერთად შექმნა და ანიმაციის სტუდია Animade-ის დახმარებით რეალობადაც აქცია. ეს პერსონაჟები იმისთვის შეიქმნა, რომ ბრენდი „გააახალგაზრდაოს“. თუმცა ამასთან, ტანსაცმლითა და აქსესუარებით ბრენდის მემკვიდრეობასა და კორეულ კულტურასაც ეხმიანებიან.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი უილიამ ჩო ამბობს, მათ სახლის მოწყობილობების ბრენდიდან „ჭკვიანური გადაწყვეტილებების კომპანიად“ გარდაქმნა სურთ. კომპანიის სლოგანი კი იგივე რჩება — Life’s Good…