in

LG-მ მოძრავი ტელევიზორი გამოუშვა

ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე CES სტუმრებმა თანამედროვე, მოძრავი ტელევიზორი იხილეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქციაა ზომის ცვლილება, რაც ღილაკზე ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, CES გამოფენაზე წლის ყველაზე ფუტურისტული ტექნოლოგიაა ხოლმე წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია LG SIGNATURE OLED TV R, რომელიც ლას-ვეგასში გამოფენილ ექსპონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სიახლე აღმოჩნდა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=qIKpUbHOPjY

 

ეკრანის რეჟიმის არჩევა სურვილისამებრ შეგიძლიათ: სრული ხედვა, ხაზოვანი ან ნულოვანი რეჟიმი. სრული ხედვა ეკრანის სრულ გამოყენებას გულისხმობს, ხაზოვანი, მაგალითად, მუსიკის მოსმენას, ნულოვანი რეჟიმი კი ტელევიზორის ეკრანს ყუთში ჩაკეცავს და მის არსებობასაც ვერ შენიშნავთ. ტელევიზორთან Amazon Alexa-ს დაკავშირებაც შეგიძლიათ.

Android-ზე, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ახალი ფუნქცია დაემატა

ბენკსის „გოგონა ბუშტით“ გერმანიის მუზეუმში გამოფინეს