in

LG რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

LG იმ კომპანიებს უერთდება, რომლებიც რუსეთში საკუთარ პროდუქციას აღარ გაყიდიან. მიზეზი, ბუნებრივია, სამხედრო ჯარების უკრაინაში შეჭრაა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მიმდინარე მოვლენების შესაბამისად იმოქმედებენ. 

არც ის ვიცით, თუ რატომ შეყოვნდა კომპანია გადაწყვეტილების მიღებისას… თუმცა ფაქტია, რომ თუ LG Apple-ის, Microsoft-ისა და Samsung-ის მსგავსად არ მოიქცეოდა, მისი იმიჯი საფრთხის ქვეშ დადგებოდა…

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ LG-მ ტელეფონების წარმოება შეწყვიტა, იგი ამ ინდუსტრიაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ ძალად რჩება. შესაძლოა, რუსებს სხვა ბრენდების პროდუქტებზე წვდომა, მაგალითად, ჩინეთის დახმარებით ჰქონდეს, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება მათ მაინც საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს.

ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილის მინიფიგურებით უკრაინისთვის $100 000-ზე მეტი შეგროვდა

ქრომოსომების რაოდენობის მიუხედავად, სიყვარულს პირადი სივრცე სჭირდება