in

LG-ის ჭკვიან მაგიდებს ჰაერის დატენიანება და მობილურის დამუხტვა შეეძლება

ჰაერის დამატენიანებლები ცოტა მოსაწყენად გამოიყურება და დიდად არც სახლის ინტერიერს უხდება, ამიტომ მათი ფუნქციურ ავეჯებში ჩაშენება კარგი იდეა უნდა იყოს. ეს კი სწორედ ის არის, რაც LG-მ გააკეთა — მათ Aero-ს ფუნქციური ავეჯის ხაზი გამოუშვეს.

LG-ის Aero მშვენიერ ავეჯსა და ჰაერის განვითარებულ გამწმენდებს შორის არსებულ ზღვარს აქრობს. გვთავაზობს დიზაინს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პრეფერენციებს შეიძლება მოერგოს, ჰაერის 360-გრადუსიანი გაწმენდისა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფუნქციებით, — აცხადებენ კომპანიაში. 

PuriCare Objet Collection Aero Furniture-ის სერია მაგიდის ფორმის ჰაერის გამწმენდებს წარმოგვიდგენს. იგი LG-ის ულტრა თხელი ფილტრით, მტვრის შემგროვებელი და დეზოდორაციის ფილტრებით არის აღჭურვილი. ამ ეტაპისთვის წითელ, ღია ყვითელ და ნაცრისფერ ფერებშია ხელმისაწვდომი, ოვალური ან მრგვალი ზედაპირის მქონე მაგიდის მოთავსებას კი თქვენს ოთახში ნებისმიერ ადგილზე შეძლებთ. 

თუმცა LG თავის მთავარ მიმართულებას არ ღალატობს — ე. წ. ჭკვიან მაგიდას ჩაშენებული აქვს განათება, რათა იგი განწყობის მიხედვით შეცვალოთ. ალბათ, თქვენი ყურადღება მაგიდაზე არსებულმა წრემ უკვე მიიპყრო. ეს კი უსადენო დამუხტვის ზონაა, სადაც თქვენი ტელეფონები შეგიძლიათ მოათავსოთ.

ყველაფერი 500Georgia-ს შესახებ — რას აძლევს ის ქართულ სტარტაპებს?

ŠKODA-მ VISION 7S-ის ექსტერიერის პირველი სკეტჩი გამოაქვეყნა