in

LG’s Tiiun-ის მეშვეობით ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანა სახლის ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი

პანდემიამ საზოგადოაბას დაანახა მოწოდებულ საკვებ პროდუქტებზე სრული დამოკიდებულების მინუსები

მებაღეობა არ არის რთული. თვითმოხმარებისთვის წარმოებული მემცენარეობა არც დამღლელ სამუშაო პროცესთან ასოცირდება და არც რაიმე სპეციფიური სახის ცოდნას საჭიროებს. ამის თქმის საშუალებას LG-ის უახლესი პროდუქტი გვაძლევს, სახელწოდებით – Tiiun, რომელიც სახლის პირობებში საკუთარი მწვანილის, ბოსტნეულისა და ყვავილების მოყვანაში დაგეხმარებათ. 

LG’s tiiun პატარა მაცივრის ფორმისაა და სიმაღლეში დაახლოებით ერთი მეტრია. მას ორი ძირითადი თარო აქვს, რომლებზეც ექვსი სხვადასხვა ჯიშის მცენარის მოყვანაა შესაძლებელი. შიდა სივრცეში მიკროკლიმატია შექმნილი, რომელიც მცენარის ორგანული ზრდისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. გათვალისწინებულია სინათლის ციკლები, მცენარეები დაცულია მავნებლებისგან და მუშაობს წყლის ცირკულირების სისტემა, რომელიც მცენარეების დღეში 8-ჯერ მორწყვას უზრუნველყოფს. საბოლოოდ, LG-ს ნაწარმის მოსახერხებელი ზომა და მცენარეებისთვის შექმნილი იდეალური მიკროკლიმატი, მომხარებელს საშუალებას აძლევს სახლის ნებისმიერ ადგილზე მოათავსოს საკუთარი პატარა მეურნეობა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაელოდოს თავისი მცენარეების გაზრდას. 

პანდემიამ საზოგადოებას დაანახა მოწოდებულ საკვებ პროდუქტებზე სრული დამოკიდებულების მინუსები.საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტი და სახლში დამზადებული საკვები მეტად პოპულარული გახდა. LG Tiiun ცდილობს უპასუხოს ამ ტენდენციას და გაყიდოს იდეა, რომელიც საკუთარი მცენარეული პროდუქტის მოყვანას უპრეცედენტოდ მარტივს ხდის – პროცესი ჩვეულებრივი ელექტრო მოწყობილობის ჩართვას სირთულით არ აღემატება. 

‘’ჩვენი გონიერი მეურნეობა იდეალური დანამატია თქვენი სახლისთვის, ის მწვანილის, ფოთლოვანი მცენარეებისა და ყვავილების მოყვანას მარტივ და სახალისო პროცესად აქცევს, მათთვისაც კი ვისაც მებაღეობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია’’ – განაცხადა ლიუ ჯო-კოელმა, LG-ს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საჰაერო ტექნიკის მიმართულების პრეზიდენტმა

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით კომპანიას ადრეც ჰქონდა მცდელობები. 2020-ის იანვარში LG-მ დიდი მაცივრის ფორმის, ორ კარიანი ვერტიკალური ფერმა შემოგვთავაზა, რომელიც შეგვიძლია Tiiun-ის წინაპრად მივიჩნიოთ. 

რა მუშაობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვისვენებთ? ანუ სად შეგვიძლია საახალწლო უქმეებზე წასვლა?

Ecovacs Deebot X1 Omni – რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც მოწმენდის ფუნქციაც ექნება