in ,

LG-მ წელვადი ეკრანი შექმნა!

veon
veon

ბოლო დროს დასაკეცი ეკრანები ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ რას იტყვის LG-ის უახლეს წელვად ეკრანზე? პროტოტიპი Seoul Fashion Week-ზე წარადგინეს და იგი სრულად გარდაქმნის ჩვენს ხედავს ეკრანების შესახებ — თავდაპირველი ზომა 50%-ზე მეტად შეუძლია გაწელოს. ასე კი ტექნოლოგიური ინოვაციის მომსწრე ვხვდებით. წარმოიდგინეთ, 12-ინჩიანი ეკრანი 18-ინჩამდე იზრდება ისე, რომ ფერებსაც ინარჩუნებს, ხარისხსაც და 100 პიქსელსაც გვთავაზობს თითოეულ ინჩზე. 

წელვადი ეკრანის პოტენციური გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას, ჩათვალეთ, რომ ეკრანებს უკვე ისეთ ზედაპირებზე მოათავსებთ, სადაც აქამდე არ ვხვდებოდით, დაწყებული ჟაკეტიდან მანქანის ზედაპირამდე. ან რატომ უნდა დაკეცოთ ტელეფონი, როცა მისი გაწელვა შეგიძლიათ?! სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფორმაში ინტეგრირებაც შეიძლება, რათა საგანგებო სიტუაციების დროს რეალურ დროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცეთ…

100ppi გარჩევადობას გვთავაზობს, გამძლე და მოქნილია. უნიკალური სილიკონის ნაერთის წყალობით კი 20%-მდეც იწელება (ამგვარი ნივთიერება კონტაქტურ ლინზებშიც გვხვდება). აღნიშნული LG-მ მიკრო-LED ტექნოლოგიასთან დააწყვილა, რითაც მკვეთრი ვიზუალიც შემოგვთავაზა. მისი სტრუქტურა სურათის მაღალ ხარისხს გაწელვისა და მოხრის შემთხვევაშიც ინარჩუნებს, რითაც ახალ სტანდარტს აწესებს გამძლე, ადაპტირებადი ტექნოლოგიისთვის — 10 000 გაწელვას ისე შეუძლია გაუძლოს, რომ სურათის ხარისხში მინიმალური ცვლილებაც არ შემოგვთავაზოს.

არც ექსტრემალური ტემპერატურებია პრობლემა და არც ფიზიკური ზემოქმედება. შედეგად, მისი გამოყენება მეხანძრეებსაც მარტივად შეეძლებათ. მძღოლებს კი ინტუიციურ ინტერფეისს შესთავაზებს…

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე LG 2020 წლიდან მუშაობს და ამ მიზნით 19 სხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ ეტაპისთვის, მართალია, ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, თუმცა არც მისი კომერციალიზაციაა შორს. თანაც წლის ბოლოსთვის უფრო დახვეწილ პროტოტიპს გვპირდებიან…

გაზარდე საკუთარი ტყე – „თეგეტა“ რუსთავში გამწვანების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა

MRI კვლევა აუდიოწიგნების ფონზე – ინოვაცია ბავშვებისთვის