in

LG-ის ჰიბრიდული საათი – UPDATE

veon
veon

LG-მ ჰიბრიდული საათი გამოუშვა, რომელიც გარდა ციფრული საათისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიისა, კლასიკური, ანალოგური ვერსიისთვის დამახასიათებელი ისრებითაც არის აღჭურვილი და როგორც ყველა საათი – წიკწიკებს. მოდელი W7 ბაზარზე 14 ოქტომბრიდან გამოჩნდება და მისი ფასი $499-დან დაიწყება. თუმცა, წინასწარი შეკვეთები 7 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი Bestbuy-ზე, აშშ-ის ბაზრისთვის. საათს აქვს 1.2 ინჩიანი LCD პანელი და Google Wear OS არის ჩატვირთული. ასევე, აქვს WiFi, Bluetooth და საკმაოდ გამძლე ბატარეა. დაცულია წყლისა და მტვრისგან და აღჭურვილია აქსელერომეტრით, ბარომეტრით, ალტიმეტრითა და გიროსკოპით, რაც ნიშნავს, რომ საათი თავგადასავლების მოყვარულებსაც გამოადგებათ.

საქართველოში „ლექსუსის“ პირველი ოფიციალური სადილერო ცენტრი იხსნება

“ლეველსი” – მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი თბილისში, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის