მსოფლიოში ცნობილი ტექნიკის კომპანია LG-ისგან უკვე განებივრებული ვართ გამჭვირვალე მაცივრებით – “დააკაკუნე და ნახე, რა არის შიგნით”, რაც ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტად განვითარდა, ულტრაიისფერ სხივზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალების დამატებით. ასევე, გამჭვირვალე მინის პანელი 23%-ით გაიზარდა და შესაბამისად, უფრო მეტის დანახვა გახდა შესაძლებელი.
ინოვაცია, რომელიც კომპანიამ ახლახან წარმოგვიდიგინა, არის მაცივარი, რომლის კარებიც ჩვენი დაძახებისთნავე გაიღება. ამისათვის საკმარისია, უბრალოდ ვუთხრათ: გააღე კარები… შესაძლოა, ეს ბანალურ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით – რამდენჯერ ყოფილხართ სიტუაციაში, როცა ხელში უამრავი პროდუქტი გჭერიათ, მაცივრის კარების გაღება კი ან იდაყვით გიცდიათ, ან ყველაფერი საგულდაგულოდ დაგილაგებიათ იქვე ახლოს, რათა ხელები გაგთავისუფლებოდათ და კარებიც გაგეღოთ…
მნიშვნელოვანია, რომ მაცივრის ახალი ფუნქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაც დიდ დახმარებას გასწევს.