in

ვანის ანტიკური ნაქალაქარი, ლაშა გიორგაძის ახალი ფონტის ინსპირაციად

LGV ANTIKURI NAQALAQARI – გრაფიკოს დიზაინერ ლაშა გიორგაძის მიერ შექმნილი ახალი ფონტია, რომლის ინსპირაციაც ვანის ანტიკური ნაქალაქარი გახდა.

მოგეხსენებათ, ვანი ქალაქია საქართველოში – იმერეთის მხარეში. ანტიკური ნაქალაქარი სწორედ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს შექმნილი LGV Vani Archeology-ც ლაშა გიორგაძეს ეკუთვნის. ფონტის დიზაინის შთაგონების წყარო ბავშვობის მოგონებები და წიგნები გახდა ვანის არქეოლოგიაზე – „ჩემი ბავშვობის მცირე ნაწილი – ფონტი LGV Vani Archeology“.

ჩემი საკრედიტო ბარათის ნომერია: 0237122107250211 – Apple-ის სატირული რეკლამა კონფიდენციალობის დაცვაზე

PUMA მომავლიდან გვესაუბრება! ნახეთ, ტექნიკურად თუ ესთეტიკურად არაჩვეულებრივი ნამუშევარი