in ,

ქართული ფონტი კვენტინ ტარანტინოს სტილში

ქართულ ფონტებს კიდევ ერთი შეემატა. ფონტი, სახელწოდებით LGV Quentin Tarantino, ლეგენდარული კვენტინ ტარანტინოს ეძღვნება. LGV Quentin Tarantino-ს ფონტის შექმნაზე გრაფიკოსმა დიზაინერებმა, ლაშა გიორგაძე და მარიამ მერაბიშვილმა იმუშავეს. პროექტის ფარგლებში, დიზაინერებმა შექმნეს ფონტის როგორც ქართული, ისე ლათინური ვარიანტი.

BOG
BOG

ლაშა გიორგაძე: “ძალიან მიყვარს ტარანტინოს ფილმები. ბოლო ფილმის ტრეილერი რომ ვნახე (ახლა რომელსაც ველოდებით) ტიტრებში რაღაც ლათინური ფონტი გამოჩნდა. ძალიან მომეწონა, როგორი ტარანტინოსეულიათქო, ვიფიქრე და უცებ, გადავწყვიტე რამე ქართული “ტარანტინო” გამეკეთებინა. მარიამს მივწერე, ვკითხე არაკომერციული თანამშრომლობისთვის დრო თუ გაქვს და სურვილი-მეთქი? კიო, მითხრა და ასე, უცებ-უცებ გავაკეთეთ ეს ფონტი.”

Leavingstone-მა “თეგეტა მოტორსის” მობილური აპლიკაცია შექმნა

ACAG-ს სააგენტოები Ogilvy და Watergunz შეუერთდნენ