in

Lib Tech – როგორ შეიქმნა სნოუბორდერების საოცნებო ბრენდი

უხსენეთ სნოუბორდინგის პროფესიონალებს Lib Tech და დაინახავთ, როგორ გაუბრწყინდებათ თვალები. ესაა სნოუბორდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ბაზარზე, რომელიც თავისი ინოვაციური დიზაინითა და მაღალი ხარისხის პროდუქტებით იზიდავს მომხმარებლებს. გაინტერესებთ, როგორ ჩამოყალიბდა ბრენდი? გაიმზადეთ დილის გემრიელი ყავა, ჩვენ კი სიამოვნებით მოგიყვებით.

თუ ამ სახელგანთქმული ბრენდის მიღმა დიდ კორპორაციას ელით, იმედი უნდა გაგიცრუოთ, მას სნოუბორდის ორი მგზნებარე ენთუზიასტი მართავს, ვაშინგტონის შტატიდან. 1982 წელს, მაიკ ოლსონმა და პიტ საარიმ დააფუძნეს საკუთარი კომპანია Mervin Manufacturin. მათი მისია იყო შეექმნათ ხელნაკეთი სნოუბორდები ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. დღეს, კომპანია აწარმოებს არა მხოლოდ Lib Tech-ის დაფებს, არამედ სკეიტბორდებსა და სერფინგის დაფებს, სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით.

Lib Tech Snowboards 1977 წელს დაარსდა. მაიკმა და პიტერმა საქმიანობა საკუთარი სახლის უკან, ავტოფარეხში წამოიწყეს. მათ შექმნეს პირველი მაღალი ხარისხის სნოუბორდი, გამძლე მასალებისგან, რომლებიც ადგილობრივად იყო მოპოვებული. დამფუძნებლებს სურდათ სნოუბორდები ხარისხზე ორიენტირებით ეწარმოებინათ და არა აუცილებლად დიდი რაოდენობით. თითოეული დაფა ინდივიდუალურად, დიდი სიყვარულით იქმნებოდა.  ამგვარად, ხარისხი და გამძლეობა გარანტირებული იყო. მათ მარტივი ხედვა ჰქონდათ. სურდათ შეექმნათ დაფა, რომელიც გაუძლებდა ექსტრემალურ პირობებს და სნოუბორდერებს საშუალებას მისცემდა შესაძლებლობების საზღვრები გადაელახათ, აღჭურვილობის დაზიანებაზე ფიქრის გარეშე. ეს დაფები საკმარისად მრავალმხრივი უნდა ყოფილიყო და შეძლებოდა ფუნქციონირება ყველა ტიპის რელიეფზე, უსწორმასწორო ტრასებსა თუ მოვლილ ფერდობებზე. ბრენდი ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ატრიბურად გადაიქცა.

საბედნიეროდ, დღეს, Lib Tech Snowboards კვლავ მისდევს ორიგინალურ ღირებულებებს – ინოვაციურ დიზაინსა და ეკოლოგიურობას. მისი პროდუქცია კვლავაც ძალიან მოთხოვნადია პროფესიონალ სპორტსმენებს შორის, მთელ მსოფლიოში.

ინდუსტრიის არაერთმა მოთამაშემ მოისურვა კომპანიის შესყიდვა, თუმცა ის წლების განმავლობაში ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. საბოლოო ჯამში, Lib Tech Snowboards ორ პროფესიონალს ეკუთვნის, რომლებსაც სამთო სპორტის მიმართ სიყვარულმა უბიძგა შეექმნათ დაფების ასეთი გამორჩეული ხაზი. ეს ამბავი გვახსენებს, რომ ზოგჯერ ნამდვილმა მისწრაფებამ და მიზნისადმი ერთგულებამ შეიძლება აჯობოს კორპორაციულ გავლენას, ყველაზე დიდ სამომხმარებლო ბაზრებზეც კი!

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

კომუნიკაციის სახელოსნო: თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი

„ლოქსიტანის“ მესამე ოფიციალური სივრცე „გალერია თბილისში“ გაიხსნა