in

„ლიბერთის ელჩების“ „შესრულებული მისია“ და სამომავლო გეგმები

„ჩვენ ვერთიანდებით, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში“, – ასე შეაფასა „ლიბერთის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა, პროექტ „ლიბერთის ელჩების“, თითქმის, 1 წლიანი მუშაობა.

ყველაფერი 2020 წელს დაიწყო. მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის პირისპირ აღმოჩნდა. კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ბანკის მენეჯმენტსა და წინა ხაზს შორის, მაქსიმალურად სწრაფი, ღია და მოქნილი კომუნიკაცია. ეს მისია „ლიბერთის ელჩებს“ დაეკისრათ, მათი დახმარებით, ყველა რგოლს მუდმივად უნდა გაეგო თითოეული სერვის ცენტრისა და ფილიალის ხმა, დროულად გაეგო მათი პრობლემებისა თუ საჭიროებების შესახებ.

ეს პროცესი, „ლიბერთიში“ ცალმხრივი არ წარმოედგინათ – მენეჯმენტის გადაწყვეტილებები თუ მიმდინარე სიახლეები, ელჩების დახმარებით, სწორად და დროულად უნდა მისულიყო წინა ხაზის ყველა თანამშრომელთან.

დაახლოებით, 1 წლის თავზე, „ლიბერთის ელჩები“ კომპანიის მნიშვნელოვან ძალად იქცნენ. სწორედ მათი დამსახურებით, პანდემიის პირობებშიც კი, ტოპ მენეჯმენტს, სხვადასხვა დეპარტამენტის, სერვის ცენტრებისა და ფილიალის გუნდებს სრულფასოვანი კომუნიკაცია აქვთ. ეს მათ სირთულეების დაძლევაში ეხმარება, საბოლოოდ, კი მომხმარებელი მაქსიმალურად გამართულ სერვისს იღებს.

თავად „ლიბერთის ელჩებს“ კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი ფუნქციები  და ის, თუ რაში უნდა დაეხმარონ კომპანიის მენეჯმენტს, გუნდის წევრებსა და მომხმარებლებს.

„პირველ რიგში, წარმოვადგენ ფილიალის სახეს. მიზანი და სურვილი არის სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, თითოეული თანამშრომლისთვის, – ამბობს ილია ბერიაშვილი.

მეკო იაკობიძე და მათე აფაქიძე ფიქრობენ, რომ „ლიბერთის ელჩობა“ იგივეა, რაც თითოეული თანამშრომლის ხმა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს უნდა მიაწვდინონ. ეს ტიტული პასუხისმგებლობა, გამოწვევა და სიამოვნებაა ნიკოლოზ მელიქიშვილისთვის.

„მე თანამშრომლებს და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის მხარდამჭერი ვარ“, – ამბობს თორნიკე ახალბედაშვილი.

 

[R]

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია