in

ზუგდიდში ლიბერთის განახლებული რეგიონალური ფილიალი გაიხსნა

ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფიზიკური პირების მოთხვნილებებს. ფილიალი ზუგდიდში, ზ.გამსახურდიას 34-ში მდებარეობს და 80 თანამშრომელია დასაქმებული.

ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია დაესწრნენ.

„ლიბერთი აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ, ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების პროცესს,“ – თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

[R]

„გაზარდე შენი ბიზნესი“ — კამპანიის ფარგლებში ლიბერთი სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

თიბისიმ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა