in

#აჩუქეგულით – ლიბერთის თანამშრომლების საახალწლო კამპანია

ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია – დღესასწაული, როცა ყველა ადამიანი იმსახურებს გულით ნაჩუქარ საჩუქარს, ქმედებას, სიტყვას.. ეს ის დღესასწაულია, როცა ყველა სასწაულის მოლოდინშია და ყველას სხვაგვარი იმედი აქვს გულში გაღვივებული. სწორედ ასეთ დროსაა მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და იმ ადამიანების იმედების გამართლება, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

სწორედ ამ მიზნით „ლიბერთი ბანკმა“, გადაწყვიტა, ამ ახალ წელს, თავისი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის მიეცა საშუალება, დახმარებოდნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. 18 დეკემბრიდან, ბანკის 80-მდე სერვის ცენტრსა და ფილიალში განთავსდა საახალწლო ხურჯინები, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, თანამშრომლები და  მომხმარებლები საჩუქრებს შეაგროვებდნენ.

კამპანიის #აჩუქეგულით დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, „ლიბერთის“ თანამშრომლებმა, საკუთარი რეგიონისა და ქალაქის მასშტაბით, მოიძიეს ოჯახები, რომლებსაც საახალწლოდ დაეხმარებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთვის საჩუქრებსა და საჭირო ნივთებს კი საახალწლო ხურჯინებში აგროვებდნენ.

თანამშრომლებმა თავად შეარჩიეს ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება და ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, საჩუქრებით გაახარეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ლიბერთიმ მთელი რესურსი წინასაახალწლოდ ქველმოქმედებისკენ მიმართა და მენეჯმენტის, თანამშრომლების, მომხმარებლის, პარტნიორი კომპანიებისა და მეგობრების სახელით საქართველოში არსებულ ყველა ბავშვთა სახლს და მოხუცებულთა სახლებს დაურიგა საახალწლო საჩუქრები – 800-მდე ბენეფიციარი მომარაგდა საახალწლო ტკბილეულითა და საკვებით.

 

 

ძაღლებისთვის შექმნილი არხი, რომელიც მათ ფოიერვერკებით გამოწვეულ სტრესს აარიდებს

„მშვიდობა და მეგობრობა“ – 1960-იანების პოსტერი თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე