სულ ცოტა ხნის წინ Apple-მა, ახალ საოპერაციო სისტემაში iOS 18 მისცა მომხმარებლებს შესაძლებლობა, დაემატებინათ Apple Wallet-ში საბანკო ბარათები უბრალოდ ბარათის ტელეფონზე მიდებით, მისთვის ფოტოს გადაღების ან მონაცემების ხელით შეყვანის გარეშე.
მსოფლიო მასშტაბით, ბანკებმა დაიწყეს შესაბამისი სისტემების დანერგვა იმისთვის, რომ ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი გამხდარიყო მათი მომხმარებლებისთვის. საქართველოში ეს სიახლე პირველმა “ლიბერთიმ” დანერგა. დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია თავის iOS 18-ზე ამ ფუნქციის გამოყენება.
პროცესი ძალიან მარტივია:
- უნდა გახსნათ Apple Wallet-ის აპლიკაცია
- დააჭიროთ ღილაკს Add Card
- მიადოთ თქვენი ბარათი მჭიდროდ ტელეფონს
- შეიყვანოთ თქვენს ტელეფონზე მოსული დამადასტურებელი კოდი.
„ინოვაციების დანერგვა და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვა ლიბერთისთვის წამყვანი მიმართულებებია, სწორედ ამიტომ ახალი ფუნქციის გამოჩენისთანავე, ვეცადეთ ის რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი“ – დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
[R]











