in

“ლიბერთი ბანკის” ინიციატივა საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მწვავე ფონზე, “ლიბერთი ბანკი” ახალი ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკომისიოები აღარ დაწესდება. ეს სიახლე ბანკში 26 თებერვლიდან ამოქმედდა და ის ვრცელდება საქართველოს ყველა წერტილში, “ლიბერთის” ნებისმიერ ფილიალში.

საკომისიოს გარეშე გადარიცხვები შესაძლებელია შემდეგი კომპანიების მეშვეობით: 

  • Contact
  • IntelExpress
  • Moneygram
  • Ria Money Transfer
  • Unistream
  • Welsend
  • Western Union

იმისთვის, რომ აღნიშნული პირობით სარგებლობა შეძლონ, უკრაინის მოქალაქეებმა ბანკში უნდა წარადგინონ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა. ნულოვანი საკომისიოთი სარგებლობა 31 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

“ლიბერთი ბანკი” მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ამ მძიმე ვითარებაში და ამ ინიციატივით, საკუთარი წვლილის შეტანა სურს უკრაინელ მოქალაქეთა დახმარებაში.

უკრაინა 15 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტის შემოწირულობას იღებს

Airbnb 100 000 უკრაინელ ლტოლვილს უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს