in

ლიბერთი ბიზნესისთვის — ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. 

ახალი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი განახლებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს თავის ბიზნეს და აგრო მომხმარებელს. მათ შორის, ბიზნესსესხების პირობები მორგებულია მცირე, აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის სპეციფიკასა და სეზონურობაზე, სადაც გადახდის გრაფიკი შეესაბამება ბიზნესის საჭიროებებს.

ახალი სესხის აღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მეურნეობის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 50 000 ლარამდე თანხა გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, რაც უფრო მეტად ამარტივებს საბანკო პროცედურებს, მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობას.

„ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, რამდენიმე წელია დინამიკურად იზრდება და არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად მიეცეს საყვარელი საქმის განვითარების შესაძლებლობა, სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი ახალი საიმიჯო კამპანია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“.

ახალი შეთავაზების ფარგლებში ბიზნესზე მორგებული პროდუქტები და სერვისები სრულად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილად მართონ ფინანსები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდამ ორიენტირებულია, რომ თითოეულ მომხმარებელს დაუჭიროს მხარი“,  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500- აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალo საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

კვლევის მიხედვით, არასრულწლოვნების კიბერუსაფრთხოების ფუნქციები Instagram-ზე არაეფექტურად მუშაობს

ChatGPT-ის ახალი ფუნქცია თქვენი მდივნის როლს მოირგებს