in

ლიბერთის ციფრული ბანკი – მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება საერთაშორისო აღიარებით

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

ლიბერთიმ ჯილდოები მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში; საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

Global Finance-ს დაჯილდოების ფარგლებში, წარმატებას მიაღწია ლიბერთის როგორც ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილბანკმა, ასევე – ბიზნეს მობაილბანკმა და ბიზნესმიმართულების ციფრულ ბანკში დანერგილმა ინოვაციურმა სერვისებმა.

ლიბერთისთვის გარდამტეხი ეტაპი 2018 წელი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ ბანკმა წარმოადგინა ახალი ხედვა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების სტრატეგია. ამ ხედვამ ჩაუყარა საფუძველი სრულიად ახალი ციფრული ეკოსისტემის შექმნის იდეას და უკვე 2019 წლის დასაწყისში ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომელიც სრულად ლიბერთის შიდა გუნდის მიერ შეიქმნა.

ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად, ლიბერთისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა საკომუნიკაციო არხებისა და ინტეგრირებული კამპანიების განვითარება. როგორც ბანკის ციფრული ეკოსისტემისა და მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს მიმართულება მარკეტინგისა და კომუნიკაციის დეპარტამენტმა განავითარა. სწორედ თანამედროვე მიდგომებისა და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების შედეგად, ლიბერთიმ გაიმარჯვა საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების კატეგორიაში როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

კატეგორიაში გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პლატფორმებმა, რომელსაც მარკეტინგის გუნდი ინტეგრირებული კამპანიების მართვისა და რეპორტინგისთვის იყენებს: მათ შორის მნიშვნელოვანია პლატფორმა emplifi, რომელიც აერთიანებს ყველა სოციალური მედიის არხის მონაცემებს და ქმნის მომხმარებლის 360-გრადუსიან ხედვას. პლატფორმა მარკეტინგის გუნდს საშუალებას აძლევს რეალურ დროში შეაფასოს კონტენტზე მომხმარებელთა ჩართულობა, განწყობა და ტენდენციები, შექმნას რეპორტები ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მონაცემებით, შეადაროს საკუთარი შედეგები კონკურენტებს და გააუმჯობესოს მომხმარებლის უკუკავშირზე რეაგირების სისწრაფე და ხარისხი. პარალელურად, ბანკმა დანერგა კამპანიების მართვის ცენტრალიზებული სისტემა – Optio CDP – რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის პერსონიზებას ბანკის სხვადასხვა არხში. კამპანიების მართვის ცენტრალიზებამ, თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეცვალა კომუნიკაციის წესები, გააუმჯობესა შეთავაზებების მიწოდების შესაძლებლობა და შედეგად, კიდევ უფრო მომხმარებელზე მორგებული გახდა პირდაპირი არხებით კომუნიკაციის სიხშირე და რელევანტურობა.

„გვიხარია, რომ Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდოებიდან ერთ-ერთი მარკეტინგის მიმართულებას ერგო. ეს ჩვენთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია საბანკო პროდუქტების გაუმჯობესებასთან ერთად გულისხმობს მომხმარებელთან კომუნიკაციას, ინოვაციური პლატფორმების ათვისებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.

ნებისმიერი ციფრული არხი ჩვენთვის არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას. კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის საკომუნიკაციო ტონი, ჩვენი კამპანიები იყოს თანმიმდევრული, შედეგები გავზომოთ მყისიერად, ხოლო საკომუნიკაციო სტრატეგია რეალურ დროში მოვარგოთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს”,თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია უწყვეტი პროცესია. ბანკი აგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას და მანქანური სწავლებისა თუ AI ტექნოლოგიების ინტეგრაციების გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში, რითიც ქმნის ერთ-ერთ გამორჩეულ ციფრულ ეკოსისტემას რეგიონში.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეუძლიათ ძაღლებს ნივთების ფუნქციური აღქმა

ზუმერისა და სააგენტო „სუპერმარკეტის“ პირველი გამარჯვება Ad Black Sea Festival-ზე