in

„ლიბერთი“, უფროსი თაობის მომხმარებლებს, ვაქცინაზე რეგისტრაციას სთავაზობს

შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, „ლიბერთი“, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს – სურვილის შემთხვევაში, მათ, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

bog
bog-mob

ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რომ მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი – „ლიბერთი“ ექსპრესი ემსახურება.

„ჩვენთვის, უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწად-ნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

დღეიდან, „ლიბერთის“ თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს დავეხმარებით და რეგისტრაციას გავუმარტივებთ, ჩვენს ქვეყანას კი გვერდში დავუდგებით პანდემიასთან ბრძოლაში“, – აცხადებს „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.

ახალ სერვისთან ერთად, „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას: მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს „ევექსი კლინიკების“ სამედიცინო სერვისებზე და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში – მედიკამენტებზე.

„ლიბერთის“ სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს შეუძლიათ: 

  • „ევექსი კლინიკებში“, 50%-მდე ფასდაკლებით, ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, გაიკეთონ ექოსკოპია, გადაიღონ რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია
  • „ფარმადეპოს“ 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლებმა ისარგებლონ, 20%-მდე ფასდაკლებით, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში, არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროს

 

[პარტნიორის კონტენტი]

49 მილიონი წლის ხოჭომ ჩვენამდე თავისი პირვანდელი სახით მოაღწია!

„ევექსი კლინიკებმა“, ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, კამპანია „ამოისუნთქე“ დაიწყო