16
Dec
2015

ლიბერთი ბანკის ახალი სერვისი – დაჯავშნეთ ვიზიტი ბანკში მიუსვლელად!

16 Dec 2015

989388_10153865967277146_1415916952_oლიბერთი ბანკში ახალი სერვისი დაინერგა – დღეიდან მომხმარებელს შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა და რიგის ნომრის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიზიტის დაჯავშნისას, სასურველი ფილიალის, თარიღისა და დროის არჩევა.
მომხმარებელმა ფილიალში განთავსებულ რიგის აპარატში უნდა აკრიფოს კოდი, რომელსაც ჯავშნის დასრულებისას მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით მიიღებს.

რიგის ნომრის აღება შესაძლებელია როგორც ლიბერთი ბანკის ვებ გვერდიდან, ლინკზე https://libertybank.ge/booking, ისე ლიბერთი ბანკის Facebook -ის ოფიციალური გვერდიდან.
„ლიბერთი ბანკი მუდამ ზრუნავს ალტერნატიული საბანკო არხების განვითარებაზე. ამჯერად, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, წინასწარ დაჯავშნოს ბანკში ვიზიტი და მიიღოს მომსახურება სწრაფად.“ – აღნიშნა ლიბერთი ბანკის ალტერნატიული საბანკო არხების დეპარტამენტის უფროსმა დავით ნინიძემ.

ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით. ამავდროულად, ლიბერთი ბანკი ავითარებს ალტერნატიულ არხებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს ბანკში მიუსვლელად შეუძლია გარკვეული მომსახურების მიღება. ალტერნატიულ არხებს მიეკუთვნება ინტერნეტ- და მობილ ბანკი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ბანკომატები, SmartPAY – ნებისმიერი თაობის მობილურზე ხელმისაწვდომი მომსახურება და სავაჭრო ობიექტებში განთავსებული EASYPAY ტერმინალები.
ლიბერთი ბანკი ახლო მომავალშიც შესთავაზებს მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს.

[R]

განხილვა