in

ევროს შეტანა ბანკომატიდან – „ლიბერთის“ ინოვაციურ Cash-In ბანკომატებში კიდევ ერთი სიახლე დაინერგა

ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და საქართველოში ინოვაციური Cash-In ბანკომატების სერვისის განვითარებას.

დღეიდან, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში, ლარის და დოლარის კუპიურებთან ერთად, შესაძლებელი ხდება ევროს შეტანაც, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმარტივებს დისტანციური არხების საშუალებით საბანკო მომსახურების მიღებას.

Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან.

უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია  სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay-ის გამოყენებით.

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ დისტანციურ არხებში გავაციფრულოთ ისეთი სერვისები, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ყოველდღიურად ვმუშაობთ მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებზე როგორც სერვისების, ასევე საბანკო პროდუქტების ჭრილში.“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 36 Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.

[პარტნიორის კონტენტი]

მედიცინაში პირველად ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე ნაზალურ ვაქცინას გამოცდიან

გაიცანით ნედ ლი, ქათმების შერკინების გამარჯვებული! – ABK-სა და Highway VXF-ის ნამუშევარი